პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხევდრაზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს

პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხევდრაზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს

access_time2023-02-01 17:32:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

 

სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

 

სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. ასევე აღინიშნა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

 

2023 წელს დაგეგმილია:

 

•    რეფერენტული ფასებით დარეგულირებული მედიკამენტების ნუსხის გაფართოება (ესენციური მედიკამენტებიდან);

 

•  ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვა;

 

•   წამლის ხარისხის ლაბორატორიის სრულად ამოქმედება;

 

•  ქრონიკული მედიკამენტების მოცვის პაკეტის გაუმჯობესება ( პირველ კვარტალში დასრულდება  მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტების გადახედვა).

 

მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს C ჰეპატიტზე 590 ათასზე მეტი პირის სკრინინგია დაგეგმილი, 2026 წლისთვის კი C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია იგეგმება.

 

სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. ამ მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილია:


•  ინსულტის მართვის ცალკე მიმართულების შექმნა (stoke unit), იმისთვის, რომ ასეთი გამოძახების შემთხვევაში გამოძახებაზე პირდაპირ სპეციალიზებული ბრიგადა გავიდეს;

 


•  70 ახალი სტანდარტული სასწრაფოს მანქანის შეძენა, რის შედეგადაც ავტოპარკში აღარ იქნება 5 წელზე უფრო ძველი მანქანები;

 

•  ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში, ახალქალაქში სერვისცენტრების მშენებლობა, აგრეთვე თბილისში ორი ახალი სერვისცენტრის აშენება და ამბროლაურის სერვისცენტრის რეაბილიტაცია- მინისტრმა აღნიშნა, რომ  თბილისში უკვე გარემონტდა გადაუდებელი დახმარების 12 სერვის ცენტრი. ასევე გაუმჯობესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტი და  23 ლარიანი პაკეტის ნაცვლად მათ 60 ლარიანი პაკეტი აქვთ.


• დაწყებულია მუშაობა იმისათვის, რომ სადისპეტჩეროს პროგრამა მიებას 112-ის პროგრამას, რაც საშუალებას მოგვცემს გამოიყოს ნაკლებად პრიორიტეტული ზარები და ასეთ შემთხვევებში პაციენტს მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია მიეწოდოს. გეგმის მიხედვით, ამ სერვისმა დაახლოებით 35%-ით უნდა შეამციროს გამოძახებები და სამსახური ბევრად  უფრო ეფექტიანი გახადოს;

 

• სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს   სასწრაფოს ექიმები ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ სპეციალიზებული პარამედიკოსებით.


ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია დაფინანსების დრჯ-ის სისტემის მთელ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაზე გავრცელება (მშობიარობა, პერინატალური, თანდაყოლილი მანკები). ასევე, 2023 წელს დაინერგება ონკო და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებლებისგან შესყიდვის პირდაპირი მეთოდი.

 

მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესის შესახებ. ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ქუთაისის კლინიკის სრული რეაბილიტაცია, შემუშავდება სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმა, აეწყობა სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიის სერვისი, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ხულოში, ყვარელსა და წალენჯიხაში.   2022 წელს დიალიზის ცენტრები  გაიხსნა ამბროლაურში, ლანჩხუთში,  მესტიაში, თიანეთში და ყაზბეგში.

 

2023 წელს ასევე დაგეგმილია სოფლის ექიმების პროგრამაში დამატებით 50 ტელემედიცინის კაბინეტის გახსნა.  ქვეყნის მასშტაბით კი 100-მდე ამბულატორიის რემონტი დაიწყება.

 

სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების მიზნით დაგეგმილი ცვლილებები. აღინიშნა, რომ 2022 წელს პარლამენტმა მიიღო „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონი. კანონის გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 ივლისამდე  განისაზღვრა და ამ პერიოდში უნდა მოხდეს სისხლის ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულების ჩამოყალიბება და აღჭურვა, გაიდლაინებისა და სტანდარტების განახლება და უანგარო დონაციის ხელშემწყობი აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

 

მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც მთავრობას განსახილველად წარედგინება 2023 წლის პირველ კვარტალში:

 

•             ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" კანონი;

 

•             ,,ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გადანერგვის შესახებ' კანონი;

 

•             ,,დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ" კანონი.

 

აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რაც გლობალური პრობლემაა და საჭიროებს მაღალი რანგის პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე დაწყებულია მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობის/საგნების რეგისტრაციისა და რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოზე ევროდირექტივების შესაბამისად.

 

ხაზი გაესვა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტს, რომელიც  უკვე წარდგენილია პარლამენტისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს პარამედიკოსების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიულ აღიარებას. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2023 წელს დაგეგმილია ამ პროფესიებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.

 

•  დამტკიცდება საექთნო საქმის განვითარების განახლებული სტრატეგია და ხელი მოეწერება  მემორანდუმს EBRD-სთან, ახალი სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯების იმპლემენტაციის მიზნით.

 

• 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მინიმალური ხელფასის მექანიზმი - საათში 7 ლარი ექიმებისა და 4,4 ლარი ექთნებისთვის. ამ მექანიზმმა გააუმჯობესა 9000-მდე ექიმისა და 8300-მდე ექთნის შემოსავალი. დაგეგმილია ამ მექანიზმის განვრცობა პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალზე - ექთნის დამხმარესა და  სანიტარზე.

 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა სააგენტოს გეგმები. მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს დევნილთა ბინით დაკმაყოფილების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ 2023 წელს ბინების მშენებლობა 5 ქალაქში აქტიურ ფაზაში გადავა და წელსვე დაიხურება რამდენიმე პრობლემური ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ.

 

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართულებას, - 2023 წელს დაგეგმილია მომსახურების 13 ოფისის რეაბილიტაციის დაწყება, საიდანაც 5 ოფისის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება, დანარჩენი ოფისების რეაბილიტაცია კი, 2024 წელს დასრულდება. 2023 წელს ასევე დაგეგმილია მიზნობრივი სოციალური პროგრამის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება, რის შემდეგაც, 2024 წელს, ეტაპობრივად მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიით.

 

სამუშაო თათბირზე განიხილეს საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს  30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. გეგმის მიხედვით, 2023 წელს დასაქმდება 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე.

 

პრემიერ-მინისტრთან თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up