იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ

access_time2021-08-17 12:40:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც გაზრდილია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. შესაბამისად, აუცილებელია, პირბადე, რომელიც სოციალურ დისტანციასა და ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოქალაქეებმა, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ატარონ.



საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის ტენდენციას და აღინიშნა, რომ გუშინ ქვეყანაში 25 083 მოქალაქე აიცრა. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე დაწესებულებაში, აქტიურად მიმდინარეობს.



როგორც ცნობილია, 3 სექტემბრამდე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით მოძრაობს. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკოორდინაციო შტაბს ამცრელი პუნქტების მიმართულებით დამატებითი მარშრუტების დანიშვნა დაევალა.




მთავრობის მეთაურის დავალებით, ჯანდაცვის უწყება იწყებს აქტიურ მუშაობას ვაქცინების, მათ შორის „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შეკვეთაზე.



ამასთან, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.



კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.



საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 490 462 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 483 ადამიანი.



ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 79 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 481 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 965 პირი. სულ აცრილია 831 815 მოქალაქე.



პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up