„პრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას”

„პრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას”

access_time2022-04-21 19:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში პრემიერის ინიციატივით ახალი მასშტაბური პროექტის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„პრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის, პირველ რიგში, სკოლები, ბაღები, გზები, ხოლო სოფლის მეურნეობაში გულისხმობს ირიგაციისა და დრენაჟის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რისთვისაც მივმართავთ 200 მლნ ლარს. ჩვენ, ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს; ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 500 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ეს არის ძირითადი მაგისტრალური არხები, სათავე ნაგებობები. დღეს, კლიმატის ცვლილების ფონზე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ წყალუზრუნველყოფილი ფართობები და შეძლონ მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი, რადგან არსებობს დიდი რესურსი, რომ ათასობით ჰექტარი ფართობი, რომელიც დღეს არ გამოიყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთოს.




„აქვე აღვნიშნავ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, როცა ჩამონადენი მდინარეებზე შემცირებულია, ჩვენ, მსოფლიო ბანკის დახმარებით, 25 ლოკაციაზე ვახორციელებთ არსებული და ახალი წყალსაცავების მშენებლობის კვლევას. ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება და მოგვცემს სურათს. შედეგად, ჩვენ გვექნება ინფორმაცია თუ სადაა აუცილებელი და სად იქნება საჭირო ახალი წყალსაცავების მოწყობა, არსებული წყალსაცავების რეაბილიტაცია და მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ ფერმერების სტაბილური წყალმომარაგება შევძლოთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული პროექტები ბოლო წლებში განხორციელდა; აღდგა ფიროსმანის სატუმბი სადგური დედოფლისწყაროში, სამთაწყაროს სატუმბი სადგური ხურვალეთში. ბოლო 30 წლის განმავლობაში სადაც წყალი არ იყო და ვერ იყენებდნენ მიწებს მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, დაახლოებით, 150 ათასი ჰა ფართობი დღეს წყალუზრუნველყოფილია.



„ვფიქრობთ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, წყალუზრუნველყოფილი ფართობი გვქონდეს 200 ათასი ჰექტრის ოდენობით. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ძირითადი მაგისტრალური არხების, სათავე ნაგებობების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახლა გადავდივართ იმ ეტაპზე, რომ შიდა ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, შიდა ქსელები, რომლის საშუალებითაც ფერმერებს ექნებათ ნაკვეთებზე გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ეს არის შემდეგი ეტაპი, რომელიც დიდ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფერმერებს სტაბილურად ჰქონდეთ წყალი”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




თეგები:
პროექტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up