პრემიერის მოწოდების მიუხედავად, საწვავი 4 ლარზე მეტი ღირს

პრემიერის მოწოდების მიუხედავად, საწვავი 4 ლარზე მეტი ღირს

access_time2022-04-15 15:00:15

11 აპრილს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოში ნავთობის ფასების შედარებით გაიაფების ფონზე, ნავთობიმპორტიორებს ფასების შემცირებიკენ მოუწოდა, თუმცა 4 დღის შემდეგ მძღოლებს ავზის შევსება ისევ იმდენი უჯდებათ რაც 4 დღით ადრე. მიზეზებზე და მოლოდინებზე სასაუბროდ კომერსანტი ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა.

 

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასიც კი 3.75 ლარიდან იწყება, პრემიუმის ფასი 4.05 ლარს აღწევს, სუპერის 4.19-ს, ხოლო დიზელის 4.48 ლარს. ყველაზე დაბალი ხარისხის დიზელიც კი 4.15 ღირს, ანუ უფრო მეტი, ვიდრე პრემიუმის ტპის ბენზინი, რაც შეიძლება ითქვას უნიკალური მოივლენაა.

 

როგორც ვანო მთრალაშვილმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა კომპანიებს შესყიდვა პიკურ ფასზე აქვთ გაკეთებული, მასინ როცა პლატსზე 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინი $1100 და დიზელი $1260 ღირდა რის გამოც ფასებს მომენტალურად ვერ დააკლებდნენ, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, უფრო მეტადაც აღარ გაძვირდება. მარაგების სიმცირის გამო კი საერთაშორისო ფასების კლებაზე რეაგირება მცირე კომპანიებმა უფრო სწრაფად მოახერხეს.

 

მთვრალაშვილის თქმით 1-ელ თებერვალს ბენზინის ფასი ტონაზე $852-ს შეადგენა, დიზელი $783-ს, ომის დაწყების წინ ბენზინის ფასი $906-მდე იყო გაზრდილი, დიზელის $813-მდე.


 

ომის დაწყებამდეც, საქართველოში ინფლაციის განაკვეთი ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა, რაც მარტსიც შენარჩუნდა. უშუალოდ პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის რღვევასთან ერთად, ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა მათ საბოლოო ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. იმ შემთხვევაშიც კი თუ საწვავი უახლოეს მომავალში გაიაფდება, წელს აგროპროდუქცია მაინც ძვირი ეღირება. ფერმერებმა მიწის დამუშავებაში უკვე გადაიხადეს იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე შარშან.  

 

ავტომობილი გადამუშავებულ საწვავს მოიხმარს და არა ნედლ ნავთობს. საწვავის ფასი კი პლატსზე დგინდება. თავის მხრივ პლატსის ფასს ნედლი ნავთობის ღირებულება განსაზღვრავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 1 ბარელი ნავთობი $80 ღირდა, მარტში $130-ს გადააჭარბა და 14 წლიანი რეკორდი მოხსნა დღეს კი $112-ს შეადგენს. აპრილში მცირე ხნით $100-იან ნიშნულსაც იყო ჩამოცდენილი.

 

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტს, საწვავის ფასიც მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. მოთხოვნასა და მიწოდებაზე გავლენას კი უამრავი ფაქტორი ახდენს. 2 წლის წინ, პანდემიის დროს, როდესაც 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებიტ სახლებში იყო გამოკეტილი და წარმოება გაჩერებული, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $20-ს ჩამოსცდა, ამერიკულ მსუბუქ ნავთობს - WTI-ს კიდევ უფრო დრამტული ისტორია გადახდა თავს, მისი ფასი მინუსში გავიდა და (-$35)-ს მიაღწია. მწარბოებლებმა სასწარაფო წესით მიწოდება 10%-ით შეამცირეს, მაგრამ $50-იანი ნიშნული მხოლოდ დეკემბერში ვაქცინის გამოჩენის შემდეგ გადაილახა.

 

რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელიც დღიურად 5 მლნ ბარელზე მეტ ნავტობს და დამატებით უკვე გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს ყიდის, შესაბამისად, მისი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხერხდება. შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული მარაგების გახსნის და დღიურად ბაზრისთვის 1 მლნ ბარელის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ფასის კორექტირება მოახდინა, თუმცა ომამდელ ღირებულებასთან დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიწოდების გაზრდის სანაცვლოდ ირანთან და ვენესუელასთან სანქციების შემსუბუქების თაობაზე მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს. ირანის გაძლიერება კი უმსხვილეს მწარმოებელს - საუდის არაბეთს არ აწყობს, რის გამოც თავად მიწოდების ზრდაზე უარს აცხადებს.

 

მყისიერ შედეგს სანქციების მოხსნაც კი ვერ გამოიწვევს. ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, მოპოვების განახლებას მინიმუმ 6-8 თვე სჭირდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up