პრემიერის მოხსენების ძირითადი „რეიტინგული“ აქცენტები

პრემიერის მოხსენების ძირითადი „რეიტინგული“ აქცენტები

access_time2022-06-22 17:35:57

„პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


„მსოფლიო ბანკის მართველობის ინდიკატორების ინდექსი - საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ორჯერს უსწრებს მმართველობის ეფექტიანობით. ღია ბიუჯეტის ინდექსზე უკვე მოგახსენეთ, არა თუ უკრაინას და მოლდოვას, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე, პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


მან ასევე ისაუბრა ფრეიზერის ინსტიტურის მაჩვენებლების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის მე 5 ადგილზე, უკრაიანა არის 129-ე ადგილზე მოლდოვა 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით კი საქართველო არის 26 ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩევნებელით და 18 რეგიონული მაჩვენებელი, უკრაინა არის 130 ადგილზე, მოლდოვა 78 ადგილზე.


რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას - „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში - „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“. 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს.


ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა - სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი - უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში, შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე,-აცხადებს პრემიერ-მინისტრი.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში. „საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.    


2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10 წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარების და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად.


„2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის და ეს რეიტინგები, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები,“ - განაცხადა პრემიერმა.


ყოველწლიური მოხსენება მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს და ეხება ქვეყნის მინისტრთა კაბინების მუშაობის ყველა მიმართულებას.


160-გვერდიანი მოხსენება, პარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნათ. თუმცა დღეს, პრემიერის გამოსვლისას, ან ანგარიშის დიდი ნაწილი საპარლამენტო ტრიბუნიდან არ გაჟღერდა, რადგან ძირითადად პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და მოხსენების ნაწილი დაპირისპირების ფონზეც მიმდინარეობდა.

 

ისე კი, მოხსენება პირობითად ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ანგარიში შეიცავს მონაცემებს როგორც მინისტრთა კაბინეტის უკვე შესრულებული საქმიანობის შესახებ, ისე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და ეკონომიკას. კერძოდ, მოხსენება ეხება ქართველი დიპლომატების წარმატებულ საქმიანობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას. ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე სოციალურ პოლიტიკასაც. აქ ნახსენებია მოქალაქეთა დახმარების წარმატებული პროექტები, ასევე დასაქმებისა და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი აქტივობები. განსაკუთრებული ადგილი დოკუმენტში უჭირავს მინისტრთა კაბინების მიღწევებსა და გეგმებს ეკონომიკის განვითარების, ინფლაციის დონის შემცირების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up