პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს - პირველი ცენტრი თბილისში  გაიხსნა

პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს - პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა

access_time2022-06-11 16:00:58

ქართულ ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა, რაც ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს. პირველი ცენტრი თბილისში 10 ივნისს, აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა.

„კომპანია მომხმარებელს „რენოს“ მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს შესთავაზებს და გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას გაუწევს. ცენტრში, რომელიც 580 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში, ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, "რენოს" სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით განახორციელებენ.

“რენოს“ პირველი ცენტრი თბილისში კომპანიის დირექტორმა და თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


„მოხარული ვარ „თეგეტასთან“ თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, რაც არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთს. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო ხარისხის ტექნიკის მომხმარებლებისთვის. თქვენს რეგიონში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი პროექტი ხორციელდება. „თეგეტა“ ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია და მათთან ერთად, რეგიონის განვითარების პროცესში, ჩვენი პროდუქტითა და სერვისით სიამოვნებით ჩავერთვებით”, - აცხადებს თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი სებასტიან დელეპინი.

უმსხვილესი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში Renault Trucks-ის ფრანგული წარმოების ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს. ამასთანავე, ქართული კომპანია კომერციული ტრანსპორტისთვის ორიგინალ ნაწილებს მომხმარებელს ორივე ქვეყანაში შესთავაზებს.

„მიხარია, რომ პარტნიორებს საქართველოში "რენოს" ცენტრის გახსნაზე ვუმასპინძლეთ, რომელიც მომხმარებელს Renault Trucks-ის წარმოებულ პრემიუმ კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებს. ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს გულისხმობს როგორც გზების და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ შესაძლებელი იქნება Renault trucks-ის მიერ წარმოებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომსახურება საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, ეფექტურად გააკონტროლონ საოპერაციო ხარჯები“, - აცხადებს Tegeta Commercial Vehicles-ის დირექტორი თეიმურაზ დარისპანაშვილი.

„თეგეტას“ ინფორმაციით, Renault Trucks-ის ცენტრის გახსნაზე წარმოდგენილი იყო K-სერიის მოდელები, სამშენებლო და კარიერული დანიშნულების თვითმცლელები და ბეტონის მიქსერები, ასევე T- სერიის ლოგისტიკური დანიშნულების უნაგირა საწევარა. „ცერემონიას, ორი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი და პარტნიორებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ახლადგახსნილი შოურუმი დაათვალიერეს და Renault Trucks-ის პროდუქციისა და ცენტრის სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. მათ შორის არის ელექტროავტომობილები, რომლებსაც Renault Trucks 10 წელზე მეტია აწარმოებს და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, ნულოვანი გამონაბოლქვით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ამცირებს სერვისის საჭიროებას და ხმაურს, საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში Renault Trucks-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ელექტრომოდელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფს. კომერციული და სატვირთო ავტოტრანსპორტის გიგანტის მსოფლიო ქსელი, სადაც ახლა Renault Trucks-ის ქართული წარმომადგენლობა გაერთიანდა, გაყიდვებისა და მომსახურების 1400-ზე მეტ ცენტრს მოიცავს. Tegeta Commercial Vehicles „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up