პრემიუმ პროდუქტიდან ფართო მასების პროდუქტამდე - ევროპაში სატაცურზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება

პრემიუმ პროდუქტიდან ფართო მასების პროდუქტამდე - ევროპაში სატაცურზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება

access_time2022-04-03 21:00:19

ევროპული სატაცურის სეზონი სწრაფი ტემპით მიმიდნარეობს. მართალია, სამხრეთ ევროპაში მკვეთრი სიცივის გამო, ესპანეთში სეზონს ცოტა დააგვიანდა, თუმცა ქვეყნის რეგიონ გრანადიდან იმპორტი მეტად აქტიურია. ამის შესახებ გერმანული კომპანია Fruchthandel Riel-ის პროდუქტების სპეციალისტმა, ნილს რიელმა განაცხადა, რასაც FreshPlaza ავრცელებს.

მისი თქმით, ესპანეთიდან გაგზავნილი პირველი პარტიის გარდა, ევროპის ქვეყნებში მექსიკური სატაცურიც გამოჩნდა, რადგან ევროპის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უცხოური იმპორტი გახდა საჭირო. პროდუქტი მექსიკიდან საჰაერო გზით იგზავნება, თუმცა მისი მარაგი იწურება და, დაახლოებით, 2-3 კვირაში ბოლო მიწოდება მოხდება. ამდენად, როგორც ნილს რიელი აცხადებს, ევროპაში პროდუქტის დეფიციტი ჯერ კიდევ შეინიშნება.

დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მაგალითად, გერმანულ ბაზარზე პირველად გაჩნდა იტალიური და ბერძნული სატაცური, მალე კი პროდუქტი უნგრეთიდანაც შევა.

ნილს რიელი ამბობს, რომ სატაცურის წარმოშობის ქვეყნებს შორის კონკურენციის ნაცვლად, უფრო პროდუქციის ურთიერთშევსების პროცესი შეინიშნება, რადგან თითოეული ქვეყნის პროდუქტი ცალ-ცალკე პერიოდში იყიდება. ამდენად, ევროპაში, ერთი ან ორი კვირის გამოკლებით, სეზონზე მწვანე თუ თეთრი სატაცურის ჭარბი რაოდენობა არასდროს შეინიშნება.


გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯების მიუხედავად, ნილს რიელი წელს სატაცურის კარგ სეზონს მოელის. მისი თქმით, სატაცური პრემიუმ პროდუქტიდან ფართო მასების პროდუქტად გადაიქცა.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up