პრემიუმ შოკოლადის შვეიცარულმა მწარმოებელმა, Lindt & Sprüngli Group-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

პრემიუმ შოკოლადის შვეიცარულმა მწარმოებელმა, Lindt & Sprüngli Group-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

access_time2022-08-17 15:20:00

პრემიუმ შოკოლადის შვეიცარულმა მწარმოებელმა, Lindt & Sprüngli Group-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს თავის თანამშრომლებს რუსეთში და ბიზნესს ადგილობრივი კანონების შესაბამისად შეწყვეტს. კონკრეტულად რა იგულისხმება, კომპანია განცხადებაში არ განმარტავს.


Lindt-მა რუსეთში მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტა და თავისი ფლაგმანი მაღაზიები დახურა. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ თანამშრომლების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობდა. რუსეთში მუშაობის შეწყვეტის მიზეზი Lindt & Sprüngli Group-ს არც მარტში დუსახელებია და კომპანია ამას არც ამჟამად აკონკრეტებს.


2019 წელს ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Lindt, ასევე, ბრენდები, Persil და Ariel იმის გამო გააფრთხილა, რომ უწყების აზრით, რუსეთში გაყიდული პროდუქცია ხარისხითა და შემადგენლობით საზღვარგარეთ გაყიდულისგან განსხვავდებოდა. თუმცა 2021 წლის აპრილში „ანტიმონოპოლიურმა“ განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, თითქოს, რუსეთში გაყიდული Lindt-ის შოკოლადი ევროპული ნიმუშებისგან განსხვავდებოდეს.



საკონდიტრო მრეწველობის საწარმოთა ასოციაციის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს რუსეთი შოკოლადის ექსპორტიორთა მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზე იყო და შვეიცარიასაც უსწრებდა. ასოციაციამ მოიყვანა გაეროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრისა და UN Comtrade-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რუსული შოკოლადის ექსპორტმა 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე 838,5 მლნ დოლარი შეადგინა.


ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
Lindt & Sprüngli



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up