პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს

access_time2022-08-17 23:00:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას, მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით. 


ეს ინიციატივა პრეზიდენტმა დღეს სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტი ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური და სტარტაპ იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ.


,,ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ.
ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია - თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო.


ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.



შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.


მარი ბენდელიანმა, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა, აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებების მიიღება.


ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი.


საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და ძალიან საინტერესო საუბრისათვის.


შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.


ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს


თეგები:
კვირეული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up