ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დროებით გადაცემული ნახატებიდან ერთ-ერთი გახეულია. ამის შესახებ მედიასთან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა.
„2020 პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნით, ხელოვნების სასახლიდან ადმინისტრაციისთვის გადაცემული იქნა 5 ნახატი. 2 წლის ვადით, რომელიც ამოიწურა 2022 წლის დეკემბერში. შემოსული იქნა წერილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლის წარმომადგენლები მოვიდნენ, წესების გათვალისწინებით მოახდინეს ამ ნახატების მონიტორინგი, ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნებოდა ანაქერცლი, შესაბამისად ჩვენ ვალდებულები ვართ ნახატი წავიღოთ, რესტავრაცია მოხდება რა თქმა უნდა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ექსპერტები გამოიკვლევენ მიზეზებს და იმის მიხედვით გადაწყდება,“ - აცხადებს კულტურის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე კახაბერ თუმბაძე.