საღამოს კაბა, რომელიც პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა, Sotheby's-ის აუქციონზე გამოიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა rbc ავრცელებს.
ბადრიჯნისფერი ხავერდის კაბა უკანა მხარეს სამი ოქროს ღილით დიზაინერმა ვიქტორ ედელშტეინმა 1989 წელს შექნა. ის აუქციონზე კერძო კოლექციიდან არის გამოტანილი. ექსპერტებმა მისი ღირებულება 80-120 ათას დოლარად შეაფასეს.
დაიანას ეს კაბა 1991 წელს პრინც ჩარლზთან ფოტესისიის დროს ეცვა, ფოტოგრაფი ლორდ სნოუდონი იყო. იმავე წელს პრინცესა აღნიშნულ კაბაში მხატვარმა დუგლას ჰარდინგმა დახატა. პორტრეტი სამეფო მარსდენის საავადმყოფოში დაკიდეს.
კაბა ერთ-ერთი იმ სამოსთაგანი იყო, რომელიც პრინცესამ Vanity Fair-ის 1997 წელს ფოტოსესიისთვის აირჩია. იმავე წელს მან Chistie's-ის აუქციონზე გარდერობიდან 80-მდე ნივთი გაყიდა, მათ შორის იასამნისფერი კაბაც იყო. შეგროვებული თანხები დიანამ სამეფო მარსდენის საავადმყოფოს კიბოს ფონდს და შიდსის ფონდს შესწირა.