,,პრინციპულად არ გვინდა დიდ საწარმოდ ვიქცეთ, ბოლომდე შევინარჩუნებთ ,,მცირე მარნის“  სტატუსს“  - იაგო ბიტარიშვილი

,,პრინციპულად არ გვინდა დიდ საწარმოდ ვიქცეთ, ბოლომდე შევინარჩუნებთ ,,მცირე მარნის“ სტატუსს“ - იაგო ბიტარიშვილი

access_time2022-05-11 13:00:22

,,იაგოს ღვინო“ საქართველოში არტიზანული მეღვინეობის საუკეთესო  მაგალითია. ათ წელიწადში ათჯერ გაზრდილი წარმოების და დიდი პოტენციალის მიუხედავად, ქართული ბრენდი საქმიანობას მცირე მარნის სტატუსით აგრძელებს. ბიოღვინოს მწარმოებელი კომპანია მთლიანად ექსპორტზე მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს,  მომავალ წელს აპირებს ვენახების გაფართოებას  და შემდეგ უკვე ახალი, რიგით მეორე საწარმოს შექმნას, რის შემდეგაც პრემიუმ ღვინის მწარმოებელი ცნობილი ბრენდი  ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.


,,მცირე მარნის ხაზს მივყვებით,  ჯერჯერობით ასეა და ამ მხრივ არც მომავალში ვაპირებთ ცვლილებას, სტატუსს ბოლომდე შევინარჩუნებთ. ეს ჩვენი არჩევანია, ვაწარმოებთ ნატურალურ ორგანულ ღვინოს და პროდუქტს მხოლოდ ექსპორტზე ვყიდით.  სიმცირიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ჯერ არ ვართ წარმოდგენილი. მომავალ წელს ვაპირებთ ახალი ვენახების გაშენებას, შემდეგში ახალ საწარმოსაც გავხსნით. უკვე 2025 წლისთვის შეიძლება ადგილობრივ ბაზარზეც შემოვიდეთ.  ოფიციალურად არ გვაქვს ადგილწარმოშობის სტატუსი, მაგრამ  ჩვენთვის ის მახასიათებელი, რაც ჩვენს ადგილს აქვს (მცხეთა, სოფელი ჩარდახი), ჩვენს ღვინოშიც გამოიხატება. მთლიანად შევინარჩუნეთ ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ბუნებრივად წარმოებას გულისხმობს.  ეს არის არტიზანული მეღვინეობაც – ადამიანისა და ხელოვნების კავშირი. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება, ათზე მეტ ქვეყანაში ვახდენთ ჩვენი ღვინის რეალიზაციას და გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი და იმპორტიორი“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება პანდემიის შემდგომ პერიოდს და უკვე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას, ბიტარიშვილის თქმით, გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა ჯერჯერობით  ექსპორტზე ,,იაგოს ღვინოს“ პრობლემა არ შეჰქმნია და ოპერირებას ჩვეულ რეჟმში აგრძელებს.


,,გამოწვევები შეგვეხო გარკვეულწილად, თუმცა ღვინის სეგმენტი ერთ-ერთი გამონაკლისი გამოდგა საქართველოს ეკონომიკისთვისაც, რომელმაც შეინარჩუნა საექსპორტო პოტენციალი. ეს ადასტურებს, რომ ქართული ეკონომიკისთვის მეღვინეობა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა. თუმცა გარკვეული გადაწყობა მოგვიწია, ზოგ ქვეყანაში მეტი გავიტანეთ პროდუქტი,  ზოგან ნაკლები, ლოგისტიკაც გართულდა, მაგრამ ექსპორტში წყვეტა არ გვქონია“, - ამბობს ცნობილი მეღვინე ,,კომერსანტთან“.



იაგო ბიტარიშვილმა ორგანული ბიომეურნეობის განვითარება 1998 წელს, 2003 წლიდან უკვე ბუნებრივი ნატურალური ღვინის წარმოება და ქვევრის ღვინის ჩამოსხმა დაიწყო; თავდაპირველი წარმოება წლიურად 600 ბოთლ ღვინოს შეადგენდა და დღეს უკვე 6000 ბოთლი ისხმება. პირველი ბიო სერტიფიკატი ,,იაგოს ღვინომ“ 2004 წელს მიიღო. ვენახი გაშენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში.

 

ცნობისთვის, არტიზანულია ღვინო, რომელიც მხოლოდ ყურძნის წვენისგან არის დამზადებული.


მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ღვინო სწორედ ამ მეთოდით მზადდებოდა, სამწუხაროდ ნატურალური ღვინო დღეს ძალიან იშვიათია. ეს არის ვენახები, რომლებიც არ იწამლება არანაირი მავნე ქიმიკატებით..

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up