“პრივატიზაცია არის ერთადერთი გზა ჩვენი დაავადებული ეკონომიკის სამკურნალოდ“ -  რამაზ გერლიანი

“პრივატიზაცია არის ერთადერთი გზა ჩვენი დაავადებული ეკონომიკის სამკურნალოდ“ - რამაზ გერლიანი

access_time2022-06-02 11:00:40

„Ბოლო კვლევა ემსახურებოდა იმ მითის დანგრევას, რომ  საქართველო არის  მდიდარი, რომელსაც  ღარიბი მოსახლეობას ჰყავს, ერთის მხრივ ეს მითიცაა, მეორე მხრივ პარადოქსული რეალობაც, როგორ შეიძლება სახელმწიფო იყოს მდიდარი, როდესაც მისი მოქალაქეები არიან ღარიბი“, -  ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ეკონომიკის დოქტორმა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.


მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო რესურსულად მდიდარი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობა ღარიბია, გერლიანმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევიდან გამომდინარე  შეისწავლეს მიწის ფონდი, რომელშიც  შედის  სასოფლო და  არა  სასოფლო მიწები, მყარი და თხევადი წიაღისეული, ნავთობი,  გაზი, დაცული ტერიტორიები, სახელმწიფო კომპანიები, რომელიც აუდიტორულმა  სამსახურმა ფისკალურ რისკად დაასახელა და ა.შ.


„პრივატიზაცია, ანუ კერძო საკუთრებს ფორმირება არის  ერთადერთი გზა ჩვენი დაავადებული ეკონომიკის  სამკურნალოდ, მაგრამ ის ეკონომიკისთვის მომაკვდინებელია თუ ამას მანკიერად და არასწორი მეთოდით გააკეთებ, შესაბამისად არასწორ მეთოდში იგულისხმება ის, რომ დღეს ფულზე პრივატიზაციის  მიდგომები არის პრივატიზაციის  ჩიხი. გასულ წელს 200 მილიონის ფარგლებში იყო არაფინანსური აქტივების კლების ნაწილი, რაც პრივატიზაციას  ნიშნავს, სახელმწიფომ რომ გაყიდა ქონება და ფული მიიღო, აი ეს 18-19 მილიარდიან ბიუჯეტში არის ზღვაში წვეთი.წინა ხუთ  წელიწადში კიდევ 100 მილიონიან ზღვარს ვერ გადააჭარბა, შესაბამისად აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ სანამ ფულზე პრივატიზაციას ვახორციელებთ,  ამის  გამო  არ ვთმობთ ხალხისთვის ამ  ქონებას,  რეალურად  ის  ყოველთვის ამ  ჩიხში  აღმოჩნდება და  თუ ამ  ტემპით  გავაგრძელებთ, არათუ 200-300 მილიონით, მილიარდის ქონება რომ გავყიდოთ, ჩვენ მინიმუმ 150 წელი დაგვჭირდება, მილიარდისას  ვერ  გავყიდით, არ ყოფილა წელი, როდესაც მილიარდი შემოვიდა და აღსანიშნავია რომ აქ  ლარზეა საუბარი და  არა  დოლარზე. ეს იმას  ნიშნავს, რომ  სწორ  რელსებზე  გადასვლას და საფონდო ბაზრის  გამოცოცხლებას სწორედ ეს დრო დასჭირდება“, - აღნიშნა  რამაზ  გერლიანმა.



Რაც შეეხება პრივატიზაციის  მეთოდს, გერლიანის თქმით, ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად ყველაზე ეფექტური მეთოდი მასიური პრივატიზაციაა. 



„ცნობისთვის, რომ  დავაზუსტოთ, თუ  რას  ნიშნავს  ეს, პრობლემა  როდესაც  მე  ვახსენე, რომ პრივატიზაციის  ჩიხი არის  ფულზე  განკერძოება,  რომ  წარმოვიდგინოთ, რომ პირობითად  ჩვენ ერთი წლის განმავლობაში  ყველაფერი მოვუკელით, წყალიც არ დავლიეთ,  დავზოგეთ  ფული, ამ  შემთხვევაში  შეიძლება  მილიარდი ან მილიარდნახევრის ქონება დავიმკვიდროთ კერძო  საკუთრებაში.

შემოსავლების  არქონა, მსყიდველუნარიანობის  არქონა  ეს მეორე  დამატებითი პრობლემაა,  შესაბამისად  ამ  გზით  პრივატიზაციის  პროცესი ვერ და  არ  დასრულდება, ვერ  ფორმირდება კერძო საკუთრება, ვერ  ამუშავდება  საბაზრო  ეკონომიკის  ფუნდამენტური საფუძვლები, როგორიცაა  თავისუფალი  კონკურენცია და  თავისუფალი ბაზარი, თუ ესენი არ გექნება, საბაზრო  ეკონომიკაც  ჩათვალე რომ  არ გაქვს,  პრობლემა  ექნება  როგორც  პიროვნულ, ასევე პოლიტიკურ  თავისუფლებას. 

შესაბამისად, თუ ამას მყისიერად  ისეთი ეფექტური  გზით წავიყვანთ, რომლის მთავარი  ფუნდამენტი იქნება ერთის  მხრივ ეკონომიკური  ეფექტიანობა,  ხოლო მეორეს  მხრივ  სამართლიანობა, ამ შემთხვევაში  რა  თქმა უნდა  გექნება  ეფექტი”. -  აღნიშნა  რამაზ  გერლიანმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up