სახელმწიფო საწარმოებს გადასახადების გადამხდელების ფულით არ უნდა ვინახავდეთ -  გიორგი პაპავა სახელმწიფო საწარმოებზე

სახელმწიფო საწარმოებს გადასახადების გადამხდელების ფულით არ უნდა ვინახავდეთ - გიორგი პაპავა სახელმწიფო საწარმოებზე

access_time2022-04-20 13:00:44

რადიო “კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ სახელმწიფო საწარმოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა  სამინისტროს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს სტრატეგიული  დოკუმენტი. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ხედვა ცალსახად  სწორია და  მიმართულია  იმისკენ, რომ ის  საწარმოები, რომლებსაც  აქვთ  შესაძლებლობა, რომ მოგებაზე  იყვნენ ორიენტირებული და სახელმწიფოს  დამოკიდებულება იყოს ისეთი,  როგორც მფლობელსა და  საწარმოს  შორის და ამით  ერთის  მხრივ ფისკალური კუთხით სახელმწიფოზე დამოკიდებულება  შემცირდეს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„ეს  არ  ეხება ყველას, მაგრამ  ძირითადი ნაწილი რომ ავიღოთ, 2020 წელს სახელმწიფო  საწარმოებს 1 მილიარდ  ლარზე მეტი  ჰქონდათ წაგება. ამ დოკუმენტში განხილულია 300-მდე სახელმწიფო საწარმო. მაგალითად სახელმწიფო  საწარმოებზე  გაცემული  სუბსიდიები 2021 წელს პირველ  რვა  თვეში  იყო  110 მილიონი ლარი და  ეს სახელმწო ბიუჯეტს  და საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს, ვინც საკუთარი  გადასახადებით ამ  საწარმოებს ინახავს, ძალიან დიდ  წნეხად  აწევს, არადა  უნდა  არსებობდეს უფრო  მეტი  პოტენციალი, რომ მოგებაზე  ორიენტირებული გახდნენ და  სახელმწიფოს  ჩარევა მათ  მართვაში  იყოს  შედარებით  ნაკლები.


 

მეორე ნაწილი , რაც  ეხებოდა  პრივატიზაციას, აქ  ბოლო პერიოდში თითქოს  გაუმჯობესდა  მდგომარეობა, გამოგვქონდა ობიექტები გასაყიდად, თუმცა კოვიდის გამო შეიძლება  დროც  არ  იყო  კარგი. მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზაციის  პროცესი  მაქსიმალურად  სწრაფად და მაქსიმალურად  გამჭვირვალედ განხორციელდეს და სახელმწიფო საწარმო გადავიდეს კერძო საკუთრებაში. მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც  ფისკალური კუთხით გვიჭირს და მაღალი დეფიციტი გვაქვს. ეს  ნაწილი გამოვიყენოთ იმიტომ,  რომ  სამომავლო ფისკალური  რისკები და  ფინანსური დამოკიდებულება შემცირდეს და კონკრეტულ მომენტში საწარმოები გადავიყვანოთ უფრო ეფექტიან მმართველობაში და ამ მიმართულებით უფრო მეტი დოვალთი შეიქმნას“,   აღნიშნა გიორგი პაპავამ.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up