პრო ბონო პროექტი - „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად

პრო ბონო პროექტი - „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად

access_time2022-10-31 18:19:59

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს.


„სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ წევრი ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარებაზე ამჯერად „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნა. პროექტის ფარგლებში სოციალურ მეწარმეებს, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ჩაუტარდათ ექსპრეს კურსები სოციალურ მედია მენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანი მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაა, შემდგომში თავიანთი საქმიანობის ეფექტურად სამართავად.


სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს, 2016 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სფეროს განვითარებას. როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების მხარდაჭერა.


სალომე კუსიანი, ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი: „სოციალური მეწარმეები ძირითადად არასამთავრობო სექტორში „დაბადებული“ მეწარმეები არიან, შესაბამისად, ბიზნეს მიმართულებებით სხვადასხვა უნარების გაძლიერება და დახვეწა მნიშვნელოვანია. პრო ბონო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თითოეული მიმართულებით სფეროს პროფესიონალებს აერთიანებენ.


ასე დავმეგობრდით „თეგეტა ჰოლდინგთან“ და განვახორციელეთ პირველი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა. ექსპრეს კურსების თემები წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, სოციალური მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოციალური საწარმოების გაძლიერებას, განვითარებას და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას. ეს თავის მხრივ, გარემოსა თუ საზოგადოებაზე უფრო მეტ დადებით სოციალურ გავლენას ნიშნავს. ვფიქრობ, როგორც ჩვენთვის, ასევე „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საინტერესო გამოცდილება იყო ამ პროექტის განხორციელება და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“ 




პროექტის პირველი ეტაპი 2022 წლის ზაფხულში შედგა, რომლის ფარგლებში სოციალური მედია მენეჯმენტის ექსპრეს კურსი ჩატარდა. მეორე ეტაპი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს მოიცავდა, შემოდგომაზე განხორციელდა.




ნინო გელაშვილი, სოციალური საწარმო „დადარი“-ის გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენს სოციალურ საწარმოში, რომელშიც შრომითი ინტეგრაციის სივრცეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ვქმნით ხის სათამაშოებს და ნაკეთობებს, რაც ბავშვებს ეხმარება წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. კურსები კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. ლექტორების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა სწორად  და ეფექტურად წარმოგვეჩინა ჩვენი ორგანიზაცია. „დადარი“-ის გვერდი სოციალურ ქსელში უკვე განვაახლეთ და ვცდილობთ, ყოველი ახალი კომუნიკაცია სწორი არხითა და ფორმით წარვმართოთ.“


პრო ბონო პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხორბალაძემ 30-მდე სოციალურ მეწარმეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსი ჩაუტარა, რომელიც 1,5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველკვირეულმა შეხვედრებმა ჯამში 12 სამუშაო საათი მოიცვა. სოციალური მედიის მოკლე კურსს, რეკლამირების მიმართულებით თეგეტას ციფრული რეკლამირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემო კვინიკაძე და ციფრული რეკლამირების მენეჯერი ქეთევან ასლანიშვილი უძღვებოდნენ. ასევე სოციალური მედიის მიმართულებით 4 შეხვედრა „თეგეტა ჰოლდინგის“  სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელმა, მაია გულისაშვილმა ჩაატარა. სესიები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ მეწარმეებს თეგეტას თანამშრომლები 30 სამუშაო საათის განმავლობაში უზიარებდნენ გამოცდილებას.


ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: გვიხარია, რომ „სოციალურ საწარმოთა ალიანსთან“ თანამშრომლობით მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის წევრები სიამოვნებით ჩაერთნენ პრო ბონო პროექტში და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა.




პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.

 

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up