პრობლემური ბანკის Credit Suisse-ის გადარჩენა ყოველი შვეიცარიელისთვის 12500 ფრანკი (13500 დოლარი) დაჯდება, თანხა Bloomberg-მა გამოთვალა.
შვეიცარიის მთავრობამ დადო პირობა, რომ 109 მილიარდი ფრანკს (117 მილიარდი დოლარი) გამოყოფს, Credit Suisse-ის მხარდაჭერისთვის, მას შემდეგ რაც ის კონკურენტის მფლობელობაში გადავა.
„ეს მძიმე ტვირთია 8,7 მილიონიანი ქვეყნისთვის“, - წერს Bloomberg.
გარდა ამისა, არსებობს ასევე შვეიცარიის ეროვნული ბანკის გარანტია 100 მილიარდი ფრანკის ოდენობით, ანუ სახელმწიფო დახმარების ჯამური ოდენობა იქნება 209 მილიარდი ფრანკი. ეს თანხა ტოლია შვეიცარიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედს და სამჯერ აღემატება UBS-ის მიერ გაწეულ დახმარებას 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
ფინანსური გარანტიების გარდა, შვეიცარიის მთავრობა დათანხმდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომელიც ფინანსურ მარეგულირებელ Finma-ს საშუალებას აძლევდა ჩამოეწერა Credit Suisse-ს 16 მილიარდი ფრანკის ოდენობის ობლიგაციები.
შვეიცარიის მთავრობის მზადყოფნამ, გაიღოს ასეთი ხარჯები ბანკის გადასარჩენად, უკვე გამოიწვია პროტესტი. ორშაბათს ციურიხში Credit Suisse-ის შტაბ-ბინის წინ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და აქცია გამართეს.
21 მარტს ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი UBS ყიდულობს თავის კონკურენტ Credit Suisse-ს, რომელსაც პრობლემები აქვს.