ამერიკული კომპანია Procter & Gamble Co. (P&G), რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რუსეთში ახალ პროექტებს და ინვესტიციებს აჩერებს, ასევე წყვეტს მედია აქტივობას და პრომო-კამპანიებს.
გარდა ამისა, კომპანია ხურავს მის წარმომადგენლობას და ტოვებს რუსეთის ფედერაციას.
რუსეთის დატოვების შესახებ გამოაცხადა ასევე პარფიუმერიის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამაც Estee Lauder.
კომპანია რუსეთში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს კომპენსაციას გადაუხდის და წყვეტს ყველანაირ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ Estee Lauder გარდა საკუთარი ბრენდისა, აწარმოებს პროდუქციას MAC Cosmetics, Clinique ბრენდებისთვის და პარფიუმერიას მოდის სახლებისთვის DKNY და Tom Ford.
bpn.ge