პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“  დაბა კაზრეთის საჯარო სკოლები შეუერთდა

პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაბა კაზრეთის საჯარო სკოლები შეუერთდა

access_time2022-07-16 13:30:48

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებისა და გამარჯვებულების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, წელს პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაბა კაზრეთის ( ბოლნისის მუნიციპალიტეტი)  N1 და N2 საჯარო სკოლები ჩაერთნენ.  წლის მანძილზე სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში 40-მდე მოსწავლემ, პროექტის ფარგლებში სპეციალურად დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით, საჯარო დებატების ინტენსიური კურსი გაიარა.

 

დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლების შორის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სიმონიშვილი დასახელდა. „არემჯიმ“ ასევე, პროექტის პარტნიორ „ლიბერთი ბანკთან“ ერთად საჩუქრები გადასცა პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული 60 დებატკლუბის  ხელმძღვანელები არიან. საჩუქრები გადაეცათ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ მარიამ ბერიას და  N2 საჯარო სკოლის პედაგოგ მაია დევნოზაშვილს, რომლებმაც წარმატებით უხელმძღვანელეს სკოლებში გახსნილ კლუბებს და თბილისში 25-26 ივნისს გამართულ დებატების ეროვნულ ტურნირზე წარადგინეს გუნდები.


 

„კომპანია „არემჯი“ წელს გახდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის პარტნიორი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დებატკლუბებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიც დაემატა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თანაბრად უწყობს ხელს, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლების განვითარებას და მათ არაფორმალური განათლების მიღების კუთხით ძალაინ საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მოხარული ვარ, რომ კაზრეთის სკოლებმა ძალიან სწრაფად აუღეს ალღო დებატების პრინციპებს და  ეროვნული ტურნირის ფარგლებში გამოვლენილ წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის იყვნენ კაზრეთის ორივე სკოლის წარმომადგენლები“ - განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

 

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up