პროექტი „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ ქუთაისში დასრულდა

პროექტი „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ ქუთაისში დასრულდა

access_time2022-08-29 17:00:00

ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 3 დღის განმავლობაში ქუთაისმა და იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში დაეშვა, ისე რომ მათთვის დანიშნულების ადგილი უცნობი იყო.


,,ძალიან გამორჩეული ტური გვქონდა, განსაკუთრებული. ნამდვილად არ ველოდით, რომ თვითმფრინავი საქართველოში დაეშვებოდა. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე გავფრინდე ისეთ ადგილზე, რომელიც თვითმფრინავის დაშვებამდე უცნობია. საქართველო ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, ეს არის ულამაზესი ბუნებით მდიდარი ქვეყანა. ადამიანები არიან ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე,“-ამბობს მუსტაფა მადგამელი, ბლოგერი დუბაიდან.



,,საქართველოში მანამდე ორჯერ ვიყავი. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და ყველაფერი მომწონს აქ. მანამდე თბილისსა და ბათუმში ვიყავი ნამყოფი. ახლა კი მოვინახულე ულამაზესი იმერეთი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძალიან ლამაზია ქალაქი ქუთაისი, მოვინახულეთ წყალტუბო,“-ამბობს დიზაინერი და ინფლუენსერი ამარ ვაგასანი.


პროექტის მონაწილე 20 ქვეყნის 200 მდე ინფლუენსერმა და ბლოგერმა 3 დღის განმავლობაში მოინახულეს მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წყალტუბო, კურორტ საირმეს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვიზიტის ბოლო დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და სამეგრელოში, მარტვილის კანიონში გადაინაცვლეს.


,,საქართველოზე შემიძლია შეუსვენებლად ვისაუბრო. პირველად ვიყავი საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით. ჩემთვის საქართველო ბუნებასთან ასოცირდება. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო და საქართველოსნაირი ქვეყანა არსად მინახავს. ის ძალიან განსხვავდება სხვებისგან. მინდა მადლობა გადავუხადო ვიზეარს ამ გამოცდილებისთვის და ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი შესაძლებლობისთვის. კიდევ არაერთხელ ჩამოვალ თქვენს ქვეყანაში-“, ამბობს მაჰმუდ ისაბა, ბლოგერი და ინფლუენსერი დუბაიდან.


პროექტის მონაწილეებმა საქართველოს ისევ ქუთაისის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერით დატოვეს. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მათ გაფრენისას საჩუქრები გადაეცათ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up