პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა

access_time2022-06-08 12:40:00

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა.



„სუფთა რეგიონი“ არის უმნიშვნელოვანესი კონკურსი, რომელსაც მეშვიდე წელია ვატარებთ. კონკურსში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება; მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ვფიქრობ, 2022 წლის შედეგები ძალიან პოზიტიური იქნება, რომელიც წაადგება ჩვენს გარემოს. კონკურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და, რაც მთავარია, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.



როგორც ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, კონკურსის მიზანია, ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა, რაც ევროპულ სტანდარტებთან გვაახლოებს.



კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“, „ლამაზი აივანი“ და „სუფთა ლურჯი ნაკადული“ გამოვლინდება.




პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.



კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე info@greens.ge. კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები), შემოსული მასალების საფუძველზე, 2022 წლის სუფთა რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს



თეგები:
კონკურსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up