პროექტის „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

access_time2021-12-14 11:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით იოსებაშვილთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, პროექტის „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.



პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსი თემაზე - დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, 15-მა სათემო რეინჯერმა გაიარა. კურსის პრაქტიკული ნაწილი ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა.



პროექტის მონაწილეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული) შეირჩა. ახალგაზრდებს შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.




„იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვა და შენარჩუნება, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჩართულობა. პროექტი „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ შესაძლებელს ხდის, ერთობლივი ძალით - სახელმწიფო სტრუქტურებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი გავაკეთოთ ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.



ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, „სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა“ (NACRES), დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შვედეთის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა.



დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up