პროექტში  „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ინვესტირებით კატარული საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდა

პროექტში „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ინვესტირებით კატარული საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდა

access_time2022-12-26 15:26:51

მთავრობამ პროექტში წყალტუბოს „ახალი სიცოცხლე“ უცხოელი ინვესტორის დაინტერესება შეძლო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საუბარია კატარულ საინვესტიციო ჯგუფზე, რომელიც წყალტუბოში ინვესტირებით და კურორტის განვითარებითაა დაინტერესებული.


„გვქონდა მოლაპარაკებები კატარულ საინვესტიციო ჯგუფთან „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ მიმდინარე წლის განმავლობაში გაიგო. მათ შორის აუქციონზე იყო გამოტანილი ობიექტები, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ავტორიტერულმა კომპანიამ. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა. მოხდა შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში უკვე გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელთაც აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები წყალტუბოსთან ახალი სიცოცხლის ფარგლებში, რათა მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, პროექტის საპრივატიზაციო თანხა 12 მლნ იქნება.

„იცით, რომ მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ის, რომ სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა. დღეს ეს წყლები ხელმისაწვდომია, როგორც კერძო პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია უბრალოდ მომსახურება მიიღოს წყალტუბოში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს საოპერაციო საქმიანობა. ასევე, ყველა იმ დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და მართლაც ამ გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში და საკმაოდ პოპულარული იყო. ასე, რომ აქაც ჩვენი ხუთი ობიექტის განვახორციელებთ და ეს იქნება მინიმუმი. საპრივატიზაციო თანხა არის 12 მლნ. 35-მლნ.-მდე საინვესტიციო ვალდებულებებით, დამატებით უბრალოდ, რა თქმა უნდა, გეგმაში არსებობს მინიმუმ ვალდებულებებზე მეტს კომპანია/ინვესტორი განახორციელებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.



როგორც ცნობილია, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გაყიდვას და შემდგომ რეაბილიტაცია/აშენებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის 14-დან გაყიდულია 2 ობიექტი.


პროგრამის დაანონსებისას მთავრობამ განაცხადა, რომ კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up