„ჯობია საქართველოში დარჩნენ, აქ იმუშაონ“ -  ივა ჭყონია

„ჯობია საქართველოში დარჩნენ, აქ იმუშაონ“ - ივა ჭყონია

access_time2022-07-13 14:00:01

საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „აგროსექტორი“ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ ისაუბრა. რას ურჩევს ბიზნესმენი დასაქმების მსურველებს და რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი საქართველოში დარჩენაზე მათ, ვინც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებენ?

 

„იმ კადრების ძირითადი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის  განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყნიდან არის გასული. აქ უფრო მენტალური ფაქტორია, საქართველოში თითქოს ეთაკილებათ იმის გაკეთება რასაც უცხო ქვეყანაში გააკეთებენ. ასევე არის ინფლაციის ფაქტორი, იმდენად მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი, რომ ხელფასი არსებობაზეც არ ყოფნით, ესეც  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. 

 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ  თავის აქტივობით გამოიწვია ის, რომ სახელმწიფომ დისტრიბუცია აღიარა როგორც დარგი, მათ შორის ჩაგვრთო სასწავლო პროგრამაში,  მოგვცა ლიცენზია, იმისათვის, რომ ეს პროგრამა განგვეხორციელებინა, გვაქვს სამ თვიანი კურსი, შემდეგ ვიძლევით სახელმწიფოსგან აღიარებულ სერტიფიკატს“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

 

ჭყონიას თქმით მსმენელები ორი თვის განმავლობაში სწავლობენ თუ რა არის დისტრიბუცია და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გადიან პრაქტიკებს დაწყებული პროდუქტის საწყობიდან გატანით,  დასრულებული ჩაბარებით და მერჩენდაიზინგით. მისივე თქმით, სასწავლო კურსის სრულად დასრულების შემდეგ დისტრიბუტორთა ასოციაცია  დასაქმების სრულ გარანტიას იძლევა.


 

როგორც ჭყონია აღნიშნავს,  დისტრიბუტორებზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა  ყოველ შემდეგ სასწავლო კურსზე მსმენელთა რაოდენობა იკლებს.

 

„კვირა არ გავა, რომ ბიზნესიდან არ იყოს მოთხოვნა კადრებზე, ვინც ამ კურსს ამთავრებს, გარანტირებულად 100% ვასაქმებთ და ჩვენ სექტორში ხელფასები იწყება 1000 ლარიდან და 5000 ლარამდეც კი ადის, მესმის ისიც რომ რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ჯობია.

 

პირველ ეტაპზე საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება. რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იკლო, ბოლო ჯგუფში კი, 10 ადამიანის შეკრება გაგვიჭირდა. ძალიან მაღალია წევრი კომპანიებიდან  მოთხოვნა,  თანამშრომლების სერიოზული დეფიციტია, სწავლის მსურველი კი — ცოტა. ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენ სფეროში ჩაერთოს, ჯობია საქართველოში დარჩეს, აქ იმუშაოს, გაცილებით მეტი პერსპექტივა იქნება ვიდრე სადღაც გავიქცეთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ევროპის ქვეყნებს ბევრი მიაწყდა და ქართველებს, რომლებიც განსაკუთრებით პოლონეთში იყვნენ წასულები, დაბრუნება მოუწიათ“,  - აღნიშნავს ივა ჭყონია.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up