პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - შეავსე აპლიკაცია  და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“

პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - შეავსე აპლიკაცია  და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“

access_time2022-05-31 14:35:17

„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი პროფესია და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის. 



დასაქმების პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 



პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან გაივლიან სტაჟირებას. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში დასაქმდებიან - კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.



სასწავლო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება. კურსი ავტომობილის ზოგადი აგებულების შესახებ სრულად ფინანსდება „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ. დაინტერესებულ პირს  მხოლოდ განაცხადის შევსება მოეთხოვება. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია.   





ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, „თეგეტა აკადემიის დირექტორი“: „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ  ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს ავტოინდუსტრიაში. ამ მიზნით საქმიანობს  „თეგეტა აკადემია“, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც ავტოსფერო აინტერესებს. ჩვენამდე მოსასვლელად წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი შეთავაზების უნიკალურობაც ესაა - დაინტერესებული პირები იღებენ საჭირო განათლებას, ასევე გამოცდილი ტრენერების დახმარებით იძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შემდეგ ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სერვისცენტრში საქმდებიან“.




თეორიულ კურსზე განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება. პროექტის მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. კურსის ბოლოს სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო ეტაპი კი დასაქმებაა, წარმატებული მონაწილეები „თეგეტას“ გუნდს შეუერთდებიან და დასაქმდებიან თბილისის ფილიალებში, როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.


-----------


თეგეტა ჰოლდინგისშესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.


 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up