„პროფესიული განათლების ხელშეწყობა აგრარული მიმართულებით არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი“

„პროფესიული განათლების ხელშეწყობა აგრარული მიმართულებით არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი“

access_time2022-07-06 10:46:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის - “აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება” დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


შეხვედრა, რომელზეც პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები განიხილეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის უფროსმა, ბექა თაგაურმა გახსნეს.


“პროფესიული განათლების ხელშეწყობა აგრარული მიმართულებით არის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი პროგრამები როგორიც არის ექსტენციის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, რომელიც ადაპტირებულია საქართველოსთვის, იმ რეალური პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც შეინიშნება კლიმატის ცვლილების პირობებში. ზოგადად ექსტენციის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ცენტრმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, იმისათვის რომ მიაწოდოს ფერმერებს ინფორმაცია, ასევე დაეხმაროს ხარისხიანი განათლების მიღებაში,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, განვახორციელეთ პროექტი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას ემსახურება. ამ პროგრამის მეშვეობით, ფერმერებს უკეთ ეცოდინებათ, თუ რა წვლილი უნდა შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებამ მათზე. აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია და, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, გახდება კიდევ უფრო სტაბილური, მდგრადი და სისტემურად დაინერგება საქართველოში პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.



შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში ექსტენციის სერვისების გაუმჯობესების მიზნით შექმნილ და განახლებულ ელექტრონულ პლატფორმებს, რომელიც ეხმარებათ ფერმერებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებასა და დროულ კონსულტაციებში. ასევე, მიიღეს ინფორმაცია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის მიმართულებით პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამების შესახებ. აღნიშნული პროგრამების შესახებ პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უკვე ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მის დასანერგად. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციის სისტემა (AKIS) და ინფორმაციის ხარისხის სტანდარტი სოფლის მეურნეობის დარგში. სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციის სისტემა ეხმარება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებსა და ინსტიტუტებს ინოვაციების დანერგვაში, ინფორმაციის მიღებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.


აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების აქტივობები პროექტის - “საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება, აგრარული განათლების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომზადება-გადამზადების მექანიზმების გაძლიერება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up