პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

access_time2021-10-31 13:00:33

განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების ახალ წესზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა. დაფინანსების დღეს მოქმედ მოდელს სამინისტრო შეინარჩუნებს, თუმცა შემოდის ახალი კომპონენტი: მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება. დაფინანსების ახალი მოდელი, სავარაუდოდ, 2022 წლიდან ამოქმედდება. 


„პროფესიულ განათლებაში ვცვლით დაფინანსების წესს. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამ წესზე. შემოგვაქვს ახალი კომპონენტი: მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება. ეს იქმნება დამატებითი კომპონენტი. გარდა ვაუჩერული დაფინანსებისა, რომელიც დღეს მოქმედებს და გულისხმობს თითო სტუდენტის დაფინანსებას + საჯარო კოლეჯის ოპერირება-განვითარებისთვის აუცილებელ ხარჯს, დამატებით კოლეჯები მიიღებენ მიღწევებზე დაფუძნებულ დაფინანსებებსაც. ანუ რაც უფრო კარგი შედეგს აჩვენებს კოლეჯი, მით მეტი დაფინანსება ექნება მას. ამით ვეცდებით წავახალისოთ კოლეჯები, გახდნენ შედეგზე ორიენტირებული, ოღონდ, ეს იმუშავებს ისეთი მექანიზმით, რომ სუსტ კოლეჯი კიდევ უფრო არ დასუსტდეს და ძლიერი კიდევ უფრო არ გაძლიერდეს. დაფინანსების ახალი წესი არც კერძო კოლეჯებთან მიმართებაში იქნება დისკრიმინაციული. მუშავდება დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენი გეგმით, 2022 წლის მარტი-მაისში დასრულდება ამ წესის, ამ მოდელის, შემუშავება და შემდეგი წლის, ანუ 2022 წლის მიღებისთვის ვფიქრობთ რომ მოვასწრებთ გადავიდეთ პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების ახალ წესზე,“ - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დაფინანსების ახლი წესის ამოქმედებით მოგვარდება და დაიძლევა ბევრი გამოწვევა, რაც დღესაა. მისი განმარტებით, ეს გაზრდის პროფესიული განათლების ხარიხს და ხელს შეუწყობს კონკურენტული და ჯანსაღი გარემოს შექმნას განათლების ბაზარზე.

შეიცვლება თუ არა დაფინანსების წესი მოქალაქითვის, რომელიც მომავალი წლიდან პროფესიული პროგრამის გავლას გადაწყვეტს, განათლების მინისტრის მოადგილეს ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა სავარაუდო ვერსიებს გვიზიარებს.


„სტუდენტისა და კოლეჯის დაფინანსება სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროსთვის, ერთი და იგივეა, რადგან სტუდენტების კუთვნილ დაფინანსებას იღებენ კოლეჯები. ანუ სწავლის დაფინანსების ვაუჩერს სტუდენტი ხომ პირდაპირ არ იღებს?! - ეს პირდაპირ კოლეჯში მიდის. ამიტომ ამას ჩვენ ზოგადად პროფესული განათლების დაფინანსების წესს ვუწოდებთ, რომელიც გულისხმობს კოლეჯის განვითარებისა და ოპერირების ხარჯს დამატებული ერთ სტუდენტზე გაწეული ხარჯი. შეიცვლება თუ არა დაფინანსების წესი მოქალაქისთვის, რომელიც მომავალი წლიდან პროფესიული პროგრამის გავლას გადაწყვეტს, წინასწარ არ ვიცი. ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შეიძლება ყველა პროგრამაზე ერთგვაროვანი დაფინანსება აღარ იყოს. ვგულისმობ ყველა პროფესიულ პროგრამაზე 100%-იან დაფინანსებას. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად ის პროგრამები დაფინანსდეს, ანუ იმ პროგრამებზე მიიმართოს სახელმწიფო რესურსი, რომელ პროფესიებზეც მეტი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე და რომელსაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა შეუძლია ეკონომიკისთვის. აქ ვფიქრობთ, რომ შემოვიდეს გარკვეული თანადაფინანსების ცნებაც. ანუ შეიძლება ბიზნესმა აიღოს თავის თავზე დაფინანსების რაღაც ნაწილი, შეიძლება მოქალაქემაც ჩადოს ამაში რაღაც რესურსი, ამაზე ჯერ ვმუშაობთ,“- ამბობს ქიტიაშვილი.




ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: EDU ARIS.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up