პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების სივრცე - WBL Space“ შეიქმნა
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას სავაჭრო სამრეწველო პალატამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების სამოქმედო გეგმა და მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები.