„ქობულეთში ზაფხულის სეზონის პროგნოზი ძალიან პესიმისტურია“ -  სასტუმრო „ალბატროსი“

„ქობულეთში ზაფხულის სეზონის პროგნოზი ძალიან პესიმისტურია“ - სასტუმრო „ალბატროსი“

access_time2022-04-13 12:00:14

რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემა არაერთი მიმართულებით შექმნა. დიდი ალბათობით, ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზეც აისახება. როგორც „კომერსანტს“ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ალბატროსის“ მფლობელმა ქეთევან შავიშვილმა უთხრა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროგნოზს იმაზე, თუ როგორი იქნება ზაფხულის სეზონი ქობულეთში, ვერ აკეთებს. მან ასევე კურორტზე არსებულ პრობლემებზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა.

 

„მოლოდინებზე ჯერჯერობით რა გითხრათ, არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ისეთი არეულობაა ქვეყანაში. ამ პანდემიის გამო ორი წელია ისედაც სეზონი არ გვაქვს, ნომერს კიდევ ისეთი ფასი აქვს, რომ კომუნალურ ხარჯებსაც ვერ ვფარავთ, ფასს მოთხოვნიდან გამომდინარე ვარეგულირებთ. დენი 31 თეთრი გახდა, წყლის გადასახადი ძალიან მაღალია, გაზი 1 ლარი და 5 თეთრი ღირს,  ჩვენ ყველაფერს კომერციულად ვიხდით და არაფერი აღარ  გვრჩება. ბანკის ვალებს ვეღარ ვიხდით, ამას შემდეგ პროცენტებიც ემატება. თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.  მე ეს სასტუმრო ადრე მაქვს აშენებული და პერიოდულად რაღაცების განახლება მიწევს, რომ უყურებ რომ შენმა მეზობელმა განაახლა, შემატა რაღაც, შენც აკეთებ – სხვა გზა არ გაქვს. ბანკში ძალიან მაღალი პროცენტია,  22-23% აქვთ, რა ბიზნესი უნდა  გქონდეს ისეთი, რომ ეს პროცენტი გაქაჩო, მითუმეტეს  ჩვენთან  არის ორთვიანი სეზონი,  ივლისის  შუა  რიცხვებში  იწყება და  სექტემბრის შუა  რიცხვებში  დამთავრებულია და თუ აგვისტოში იწვიმა, ისიც ჩავარდნილია.

სხვა კურორტები, რომლებიც ზამთარშიც და ზაფხულშიც მუშაობენ, კიდევ გარისკავ და აიღებ სესხს, მაგრამ ქობულეთში რთულია, თუმცა მაინც შეტოპა ხალხმა და ბანკის მახეში გაება.  პროგნოზი  ძალიან  პესიმისტური მაქვს,  ფაქტებიდან  გამომდინარე  ვლაპარაკობ, ილუზიებზე ვერ ვისაუბრებ, ან იქნება სეზონი, ან არა.  ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენი ძირითადი დამსვენებლები არიან რუსები, რუსეთი  თუ არ  შემოვიდა, ან  რუსეთის საზღვრიდან  ბელარუსი თუ არ შემოვიდა, არ იქნება  მუშაობა.  ევროპა  ჩვენთან არ მოდის  მე  ვარ  ევროპის კურორტებზე  ნამყოფი და  ჩვენ  იმათ  კონკურენციას  ვერასდროს  ვერ გავუწევთ  ვერც  კლიმატით და  ვერც  ინფრასტრუქტურით.  ჩვენ ვართ ნოტიო სუბტროპიკები, ეს არის  წვიმიანი,  ზღვა  კი  გვაქვს  კარგი, მაგრამ კეთილმოუწყობელია,  პლაჟები არ  იწმინდება, პრობლემა  პრობლემას ემატება“, -  აღნიშნა ქეთევან შავიშვილმა.

 

პანდემიამდელ პერიოდში სომხეთიდან აქტიურად ჩამოდიოდნენ  ქობულეთში დასასვენებლად, თუმცა როგორც ქეთევან შავიშვილი ამბობს, გასულ წელს ქობულეთში სომხები თითქმის არ იყვნენ, რადგან კოვიდრეგულაციების თანახმად მათ პსრ ტესტების გაკეთებ უწევდათ, რაც 4-5 სულიანი ოჯახს უკვე ძვირი უჯდებოდა.


 

“სომხები ქობულეთში აქტიურად ჩამოდიოდნენ, მაგრამ პანდემიის გამო მათ პსრ ტესტები გაკეთება უწევდათ. დიდი ოჯახებით მოდიან, მრავალშვილიანები არიან, ისინი ბავშვებით მოდიან და ამიტომ  ქობულეთს ეტანებიან, იოდის ნაკლებობა აქვთ და ზღვა სჭირდებათ. აზერბაიჯანელები  უფრო  ბათუმში მიდიან, იმათ  გართობა და  კაზინო უნდათ, ეგენი უფრო შეძლებული ხალხია და ბათუმიც გართობისთვის მეტ საშუალებას იძლევა. შარშან სომეხი თითქმის არ ყოფილა ქობულეთში. მეც ჯამში 2 თვეც არ მიმუშავია, სეზონი არ იყო, არც ახლა არ მაქვს  არაფრის მოლოდინი, არაფერი  ქობულეთში არ არის,  რომ  გაწვიმდება  ხომ უნდა  გქონდეს  რაღაც  ალტერნატივა  რომ  ოთახში არ იჯდე, მარტო კაფეში შეგიძლია შესვლა და იქაც ყველაფერზე ცეცხლის ფასია, თან კარგი კაფეებიც არ არის, კუსტარული კაფეებია“, -  აღნიშნა ქეთევან შავიშვილმა. 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up