პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

access_time2023-03-02 16:00:35

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, განაცხადების მიღება დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 20 მარტს დაიწყება.


„ეს არის შრომის ბაზარზე, დღეს არსებული მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი - საშუალოდ, სამთვიანი გადამზადების კურსი. ათიდან შვიდი ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში ერთვება, საქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამშენებლო-საინჟინრო სექტორი, რაც ტრადიციულად მოთხოვნადია, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი. გაძლიერდა და დაემატა IT მიმართულება, რასაც ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება ექნება. სტუმარ-მასპინძლობა და ტურიზმი ტრადიციული სექტორებია ჩვენი დედაქალაქისთვის და ქვეყნისთვის. წარმოება, მომსახურება, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია ასევე, ძალიან აქტუალური სექტორებია ამ ბოლო დროს. ჯამში, დღეისთვის 50-მდე შეთავაზება არსებობს. არანაირი მოთხოვნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იყოთ 18 წლის და რეგისტრირებული დედაქალაქში. არანაირი კონკურსი და გადარჩევა არ ხდება. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და თქვენთვის მისაღებ სპეციალობაზე დარეგისტრირდეთ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.



ანდრია ბასილაიამ პროგრამის პარტნიორებს - ბიზნესსექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა.


„აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდებოდა ჩვენი პარტნიორების გარეშე. ესენია დედაქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლები - „სპექტრი“, „იკაროსი“, „მერმისი“ და გლდანის სასწავლო ცენტრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აღნიშნული მოდულები სწორედ მათთან ერთად შევიმუშავეთ. წელს გვემატება უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გადამზადებას ძალიან აქტუალური, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, გვემატება „სქილვილ აკადემია“, რომელიც IT მიმართულებას გააძლიერებს”, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.


„ჯამში, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს. არანაირი წინასწარი უნარ-ჩვევა არ სჭირდება ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ერთვება. სამ თვეში მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა, ამ მიმართულებით რესურსს აუცილებლად გავზრდით. აქტიურად ვმუშაობთ სპეციალობების რიცხვის გაზრდისა და ახალი პარტნიორების დამატებაზეც“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


ანდრია ბასილაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში, პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up