პროკრედიტ ბანკის  Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

access_time2022-11-15 07:00:46

დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს! Google Pay-ის მხარდაჭერით Mastercard  ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ  მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით და მათი ციფრული ბარათები Android და WearOS მოწყობილობებზე შეინახონ.

 


მომხმარებლები პროკრედიტ ბანკის Mastercard-ის ბარათების  განთავსებას Google Wallet-ში შეძლებენ. Google Wallet არის ციფრული საფულე, რომლითაც შესაძლებელია გადახდების წარმოება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია დაშვებული.

 


Mastercard ბარათების გარდა, მომხმარებლები Google Wallet-ში შეძლებენ  შეინახონ და ისარგებლონ ლოიალობის ბარათებით, თვითმფრინავის და ღონისძიების ბილეთებით.

 



გადახდების წარმოება Google Pay-ის საშუალებით კიდევ უფრო მეტად დაცულია. ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტოკენიზაციას მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლების მიერ Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით (ე.წ ტოკენით) ხორციელდება. ტოკენი შექმნილია სპეციალურად მოწყობილობისთვის, რომელიც ყოველი ტრანზაქციის დროს იცვლება, რაც მომხმარებლის ფროდის შემთხვევების თავიდან აცილების დამატებითი გარანტიაა.   ასევე, ტელეფონის დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ფუნქციით „იპოვე ჩემი მოწყობილობა“ რაც  ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონის  მყისიერად დაბლოკვის, მოწყობილობის ახალი პაროლით დაცვის,  ან მასში არსებული პირადი ინფორმაციის წაშლის შესაძლებლობას იძლევა.

 


Google Pay არის Android ტელეფონით, ან WearOS მოწყობილობით გადახდის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება მომხმარებლებისთვის 45-ზე მეტ ქვეყანაში“, - ამბობს ჯენ ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი. „მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ დაამატონ თავიანთი ბარათები აპლიკაციაში Google Wallet და თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხო და დაცული იქნება ნებისმიერი შესყიდვისას.“

 


იმისათვის, რომ თქვენი პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათი Google Pay-ში გამოიყენოთ, Google Play Store-დან   ჩამოტვირთეთ Google Wallet დღეს და ისარგებლზე ყველა საბარათე უპირატესობით პროკრედიტ ბანკთან ერთად!

 

(R) 



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up