პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და მისი შემდგომი ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და მისი შემდგომი ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

access_time2021-02-19 17:50:00

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და მისი შემდგომი ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ. 



გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.



წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ნ.კ.-მ 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად დაარეგისტრირა.



განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა მოხდა. კომპანიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმოარიცხინეს. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.




დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვისთანავე, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, ჰონგ კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. რეალურად, არანაირი საქონლის შეძენას ადგილი არ ჰქონია და ტრანზაქცია ფიქტიური დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა.



ამ გზით ნ.კ.-მ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 17 900 ევროს (58 531.21 ლარი) ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.



უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ასევე 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად). ხოლო ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).



ნ.კ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.



საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up