ფინკას და კრედოს ტრანზაქცია პროცესშია და 7 ივლისს, დღის მეორე ნახევარში უნდა ჩაიხუროს. ტრანზაქციით, ფინკას 100% კრედომ შეიძინა, ხოლო კრედომ კაპიტალი Proparco-ს მეშვეობით გაზარდა და შედეგად Proparco-ს კრედოს 15%-იანი წილი ერგო.
Proparco კრედოს კაპიტალში $12 მლნ-ით (37.8 მლნ ლარით) შევიდა, 15%-ის სანაცვლოდ. სებ-ის მოთხოვნის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად კრედოს საკუთარი სახსხრები ფინკას შესაძენად ისედაც ქონდა, ფინკა Proparco-ს ფულით შეიძინა.
კრედოს საზედამხედველო კაპიტალი 210.9 მლნ იყო (01.06.21-სთვის).
ტრანზაქციის შემდეგ, კრედოს განახლებული აქციონერთა სტრუქტურა შემდეგია:
ტრანზაქციის დასრულებისთვის სებ-მა Proparco-ს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აქციონერად რეგისტრაცია მოსთხოვა.
კრედო Proparco-სთან მეექვსე წელია თანამშრომლობს. ბანკმა Proparco-დან $5 მლნ - ის სესხი გასული წლის ნოემბრის ბოლოსაც მოიზიდა, ბანკის მომხმარებლებისა და COVID19-დან გამოწვეული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების არსებული გამოწვევების საჭიროებების მხარდასაჭერად. იმ პერიოდისთვის, მისი აქტიური ინვესტიცია კრედოში 87 მლნ ლარი იყო სესხისა და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.
GBC.GE