ბოლო პერიოდში, კურიერების ნაწილი სავაჭრო ობიექტების ბლოკირებას სისტემატურად ახდენდნენ და აქციებს მართავდნენ.
"კომერსანტი" დაინტერესდა დღეს არსებული ვითარებით და იმ ობიექტებს მიაკითხა, სადაც აქციები მიმდინარეობდა.
თუმცა, ადგილზე პროტესტის მონაწილე კურიერები არ დაგვხვდნენ.
"კომერსანტმა" ინფორმაცია გადაამოწმა ვოლტის მენეჯმენტთანაც, სადაც დაგვიდასტურეს, რომ კურიერები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.