პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკებები შედგა . „ ჯორჯიან მანგანეზის „ დირექტორთა ბორდის წევრის თემურ ხონელიას მონაწილობით სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამ ინფრმაციას თავად შუქრუთელები ადასტურებენ .
„ იყო კონსტრუქციული დიალოგი, გრძელდება მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული იქნება დოკუმენტზე ხელმოწერით “ . აცხადებს ერთ -ერთი გაფიცული ჯანო ლაბაძე.
თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს ჯორჯიან მანგანეზიც , სადაც საუბარია 7 ივნისის მოლაპარაკებებზე.
„ 7 ივნისს კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის. დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იმედოვნებენ იურიდიული დოკუმენტით „ .