PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

access_time2022-12-30 10:16:10

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. 

ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრენდის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.


„ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.



საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა. 


(R)



თეგები:
PSP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up