PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

access_time2022-05-27 10:44:23



CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები. 



PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ. 



ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო თანამშრომლებისა და მომხმარებელებისთვის უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვის აქტიური მხარდამჭერი და პოპულარიზატორი იყო;



ამასთან, არცერთი დღე არ შეფერხებულა მოსახლეობის მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და მოვლის, და არასამედიცინო პროდუქტებით უწყვეტი მომარაგება, დედაქალაქის მოსახლეობის ონლაინ-აფთიაქით მომსახურება; ამასთან უკვე 2020 წლის მარტიდან საქართველოს დიდ ქალაქებში განავრცო ონლაინ აფთიაქის მომსახურება, დაიწყო 2 დიდი პროექტი : თანამშრომლებისადმი მადლიერების „ჩვენი გმირები“ და ფართო საზოგადოებისთვის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“. 




„PSP წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით, პროექტებში, განათლების, სოცილაური საწარნმოების მხარდამჭერ აქტივობებში, ამასთან აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პროპაგანდას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში.  




PSP-ს ბიზნეს საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯოებესებაში, 1994 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების დამოვლის, პარამედიცინის პროდუქტებს, როგორც ფიზიკურად, ასევე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ.  მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამჟამად დასაქმებულთა რიცხვი 5000-მდეა; სამუშაო გარემო, თანამშრომელთა სოცილური პროგრამები, ადამიანის უფელებების და გენდერული თანასწორობის საკითხები, პროფესიული და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები ქმნის ჯანსაღ და კორპორაციულ გარემოს ბიზნესის ეთიკური მართვისთვის. 



წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს სპორტის სხავდასხვა სახეობას: რაგბი, ძიუდო, კრივი, კალათბურთი; საკუთარ მაგალითს აძლევს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის, მთამსვლელების, მოჯომარდეების, ბოულინგის წარმატებული გუნდებით და მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 




2019 წელს დაწყებული პროექტის „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ მხარდაჭერა შეზღუდვების მოხსნისთანავე განაგრძო; წელს ამ პროექტში თბილისის გარდა, უკვე რუსთავის, აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ; სასკოლო ლიგის ჩემპიონატები ჩატარდა ხელბურთსა და სროლაშიც. ამ პროექტის ფარგლებში, 2021 წელს მინი-ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში  პირველად მონაწილეობა მიიღო მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რაც ძალიან გვეამაყება“ - აცხადებენ PSP-ში.   



ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა. ფორრუმში მონაწილეობდა ქართული და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის RMG, ბოლნისური ღვინო, პროკრედიტბანკი, საერთაშორისო ორგანიზაცია EY, Tbisili MarriotT Hotel. 



(R)


თეგები:
პსპ psp



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up