PSP ჯგუფის ოფიციალური განცხადება ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით

PSP ჯგუფის ოფიციალური განცხადება ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით

access_time2023-04-03 12:15:00

PSP ჯგუფი ონკოლოგიურ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებას ავრცელებს. „კოემრსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 


„ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300 %-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაცია მიზანშეწონილია მხოლოდ შენახვის მოკლე ვადის დარჩენის შემთხვევაში. ზუსტად ეს შემთხვევა არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გამოყენებული სამინისტროს მიერ PSP-ს მიმართ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად.  

 


სინამდვილეში, შვეიცარული კომპანია „Novartis Pharma“-ს  მიერ წარმოებული ონკოლოგიური მედიკამენტი „აფინიტორი“, (10 მგ-იანი), რომლის შესასყიდი ფასი 842 $-ია და განბაჟების მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2 600 ლარს; შენახვის მოკლე ვადის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე აიტვირთა 753 ლარად და ამ ფასად იყიდებოდა სამი თვის განმავლობაში. ეს მოკლევადიანი პროდუქტი ამოიწურა. ხოლო მარტიდან, შვეიცარიიდან ისევ შემოვიდა გრძელვადიანი მედიკამენტი, რომლის ღირებულება დაუბრუნდა 2 970 ლარს. (სახელმწიფო პროგრამით შესასყიდი ფასი.)  


ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ჯამურად, კომპანიას გააჩნია 10-დან 20 %-მდე ფასნამატი, რომლის 90 % იხარჯება მედიკამენტის შენახვის უმაღლესი სტანდარტის დასაცავად და განბაჟება-ლოჯისტიკურ ხარჯებზე.


 


რაც შეეხება თურქულ მედიკამენტებს: დიახ, ჩვენი, ფარმაცევტული სექტორის დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა საქართველოს ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის, რადგან თურქეთში წარმოებული იაფი მედიკამენტები კონტრაბანდულად შემოდიოდა საქართველოში და არალეგალურად იყიდებოდა ათწლეულების მანძილზე. ჩვენ, ლეგალურ კომპანიებს, არ გვქონდა ამ მედიკამენტების იმპორტისა და განბაჟების შესაძლებლობა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ 10 წლის შემდეგ მოახერხდა ბაზრის გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის.

 


ბატონმა აზარაშვილმა, ონკოლოგიური მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთნაირი ფასი აქვთ. რეფერალური ფასების შემოღება ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა?!  დიახ, რეფერალური ფასი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ, ყველა მედიკამენტს, ყველა სააფთიაქო ქსელში იდენტური ფასი ექნება. თურქეთში, ყველა აფთიაქში ყველა მედიკამენტი  ერთი და იგივე ფასად იყიდება და ღირებულება წამლის შეფუთვაზეა დატანილი.  სად არის აქ გარიგება?! თუ ბაზარი რეგულირდება,  გარიგება არ არსებობს!


PSP 30 წელია ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ნამდვილად არის ხარისხის გარანტი, რომელიც ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შენატანით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გვჯერა, 130 წლის შემდეგ კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი.“  წერია განცხადებაში.



(R)


თეგები:
PSP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up