პურის ფასის შესანარჩუნებლად, წისქვილკომბინატები ფქვილზე გადასახადების გადახედვას ითხოვენ

პურის ფასის შესანარჩუნებლად, წისქვილკომბინატები ფქვილზე გადასახადების გადახედვას ითხოვენ

access_time2022-07-12 16:00:43

ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები და მზარდი ფასები პურპროდუქტებზე - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს წისქვილკომბინატების ასამუშავებლად ახალი გეგმით კიდევ ერთხელ მიმართავს.


წისქვილები ფქვილის იმპორტზე მცურავი, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას ითხოვენ, რაც მათი მოსაზრებით ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეული კონკურენციის პირობებს გაათანაბრებს და წისქვილებს ამუშავების შესაძლებლობას მისცემს.


რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზარზე გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი ფქვილმა ჩაანაცვლა, რამაც წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის მუშაობა შეაფერხა.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია სახელწმიფოს მიმართავს. ახალი შეთავაზების მიზანია წისქვილკომბინატების ამუშავება, პარალელურად, ყოველდღიურ მოხმარებაზე (ე.წ. სოციალურ პურზე ) ფასების შენარჩუნება, წისქილკომბინატების ვალდებულება ხორბლის 2 თვიანი მარაგების შექმნასთან დაკავშირებით და შედეგად, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


„2021 წლის 2 ივნისის დადგენილებით, რუსეთში შემოღებულია ე.წ მცურავი ბაჟი ხორბლის ექსპორტზე, ამიტომ საქართველოში შემოდის ფქვილი და არ შემოდის ხორბალი, ამან კი გააჩერა წისქვილების მუშაობა (მანამდე არსებული ფქვილსა და ხორბალზე ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმების პირობებში საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 97 % ადგილობრივი წისქვილების ფქვილი და მხოლოდ 3 % იყო იმპორტირებული).


საქართველოში მოყვანილი ხორბალი არის ქვეყნის წლიური მოხმარების 15 %,რაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.



საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური -პურის გამოსაცხობად მაქსიმუმ 7000 ტონა პირვალი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ. საქართველო ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს დაახლოებით 30 000 ტონა ყველა სახეობის ფქვილს (უმაღლესი, პირველი , მეორე და ა.შ).


წისქვილები მოითხოვენ მცურავი, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას ფქვილის იმპორტზე, რაც გაათანაბრებდა ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეულ კონკურენციის პირობებს და უზრუნველყოფდა წისქვილების ამუშავებას.


რუსეთიდან დღეს არსებული ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი ფქვილზე იცავს პურის ფასს გაძვირებისაგან, თუმცა რეალურად პური მაინც პერმანენტულად ძვირდება. წისქვილკომბინატებს მიაჩნიათ , რომ პურის ფასს უფრო ეფექტურად დაიცავს ხორბლის მუდმივი მარაგების არსებობა.


შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში: 1. შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი 2. გათავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილი იმ პირობით, თუ იგი პურის ქარხნების მიერ გამოყენებული იქნება ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.


მოსალოდნელი შედეგი: პურის ფასი შენარჩუნებული იქნება, მეპურეებს სამომავლოდაც ექნებათ ზუსტად იგივე რეჟიმი და ფქვილის იმპორტი, რაც აქვთ დღეს , რომ არ გაძვირდეს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პური.


სასურსათო უსაფრთხოება (ხორბლის მარაგები) - ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი ათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის პირობებს. შეიქნბევა ხორბლის 2 თვიანი მარაგები როგორც ადგილობრივი ხორბლის მიღებით, ასევე ხორბლის იმპორტის განხორციელების მეშვეობით.


დამატებითი ეფექტი: შეიქმნება სამუშაო ადგილები, სხვადასხვა კატეგორიის ფქვილის გამოშვება(უმაღლესი, პირველი, მეორე) , მოხდება ქატოს გამოშვება , საქართველოს ბიუჯეტში შენატანები განხორციელდება“, -აღნიშნულია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.


„ბიზსნეს-პარტნიორი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up