რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის თითქმის ერთპიროვნული მიმწოდებელია, ოთხშაბათიდან, 19 სექტემბრიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი გაზარდა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა GBC-სთან საუბარში საქართველოში პურის ფასის ზრდას პროგნოზირებს და ალტერნატიული საიმპორტო ბაზრების შესაძლებლობებს განიხილავს.
ასოციაციის ხელმძღვანელი უკრაინიდან და ყაზახეთიდან ექსპორტის სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას. ხორბლის ყაზახეთიდან ლოგისტიკა 1 ტონაზე $100 ღირს. „რუსეთიდან იმპორტი $40 არ აჭარბებს. სწორედ ამიტომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად ყველაზე მომგებიანი რჩება ჩვენთვის“,- აცხადებს სილაგავა.
სექტემბერში საქართველოში $7.6 მლნ-ბს 19.7 ათასი ტონა ხორბალი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 17.7%-ით, ხოლო მოცულობაში 40%-ით არის შემცირებული.
წყარო: gbc.ge/