გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სატელეფონო ზარისას მას არ დამუქრებია.
"პუტინისთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ ომზე პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთს ვაკისრდები". - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
მანამდე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას ატომური იარაღის გამოყენებით დაემუქრა. კრემლმა ბორის ჯონსონი ტყუილში დაადანაშაულა.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, პუტინისთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ ისინი უკრაინაში ომს განსხვავებულად ხედავდნენ. შოლცის თქმით, პუტინისთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ ომის პასუხისმგებლობას ის სრულად რუსეთს აკისრებდა.