„პუტინი მართალია“ - ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტზე

„პუტინი მართალია“ - ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტზე

access_time2022-09-08 15:05:11

„პუტინი მართალია იმაში, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ მეშვეობით ხორბლის მიწოდება არ ხდება ღარიბ ქვეყნებში“,  აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხორვატიაში ვიზიტისას გააკეთა.


ერდოღანის თქმით, ის მხარს უჭერს იმას, რომ რუსეთში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდეს.


„მიწოდება მიდის განვითარებულ ქვეყნებში. ანკარა იმედოვნებს და მხარს უჭერს იმას, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთიდანაც დაიწყოს. ამ საკითხს პუტინთან სამარყანდში განვიხილავ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.


თურქეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის იდეა სასურსათო კრიზისის ფონზე ყველაზე ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერის თემას ეფუძნება.


„ანტირუსული სანქციების გაგრძელების ფონზე პუტინს აწუხებს მარცვლეულის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შეზღუდვები შემოიღეს მოსკოვზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას“, - განაცხადა ერდოღანმა.



აღნიშნული განცხადებები თურქეთის პრეზიდენმა რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთა და თქვა, რომ  პუტინთან აღნიშნულ თემას განიხილავს. გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც კოლონიზატორივით იქცევა, ამიტომ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს დაელაპარაკება უკრაინიდან ევროპაში ხორბლის გატანის შესაძლო შეზღუდვის მიზნით.


„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის გატანა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. თურქეთს თუ გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოთხმოცდაშვიდიდან მხოლოდ ორი გემი იყო დატვირთული გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში.


„მინდა, ვთქვა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებში და საუკუნეებში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მათ მოტყუებას. ცხადია, ამ მიდგომით მსოფლიოში სურსათის პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება, სამწუხაროდ, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. იქნებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის მიმართულება ამ მარშრუტზე? აუცილებლად გავივლი ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან“, – განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მოულოდნელი და უსაფუძვლო უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიახილო პოდოლიაკმა. მან სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ რუსეთს შეთანხმების გადახედვის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან უკრაინა პირობებს ასრულებს. პოდოლიაკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალი აგრესიული თემების მოძიების მცდელობაა.


უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის პორტები დაბლოკა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს, ამიტომ, უკრაინა ვეღარ ახორციელებდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up