პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

access_time2022-12-11 22:00:36

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის ზღვრული ფასების საპასუხოდ ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.

„საჭირო შემთხვევაში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ OPEC+-თან წარმოების ოდენოაზე შეთანხმება გვაქვს და ვიფიქრებთ, თუ რა შევცვალოთ,“ - აცხადებს პუტინი.

ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუსეთი ამჟამად რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, ხოლო შესაბამისი ბრძანებულება, პუტინის თქმით, „მომდევნო რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.“

პუტინი კვლავ იმუქრება, რომ ნავთობს „უბრალოდ, აღარ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ფსასის ლიმიტზე მიიღეს გადაწყვეტილება.“

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსულ ნავთობზე ბარელის ზღვრული ფასი 60 დოლარამდე დაადგინეს. ამას მოჰყვა G7-ის ქვეყნების განაცხადება, რომ რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებულ ბარელ ნავთობზე ფასი 60 დოლარს აღარ ასცდება.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო, ძალაში 5 დეკემბრიდან შევიდა. ამასთან, იკრძალება რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე მომსახურების გაწევა, მისი დაზღვევა, საბროკერო მომსახურება და ოპერაციების დაფინანსება. გამონაკლისი მაშინ იმოქმედებს, თუ საწვავი ზღვრულ ფასზე ძვირად არ გაიყიდება. ანალოგიურ აკრძალვას G7-ის ქვეყნებიც, ანუ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ აწესებენ.

ამის საპასუხოდ პუტინი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საზიანოა მხოლოდ გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის და რუსეთის ბიუჯეტს ეს არაფერს დააკლებს.

„ვიმეორებ, ჩვენ ისედაც ამ ფასებში ვყიდით ნავთობს. ასე რომ, ბიუჯეტზე არ ინერვიულოთ,” - მიმართავს პუტინი დასავლეთის ქვეყნებს.

გასული კვირის ბოლოს OPEC+-ის ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, გადაწყვიტეს, ზღვრული ფასის ფონზე ნავთობწარმოების მიმდინარე გეგმა არ შეცვალონ. კარტელის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, OPEC+ ნავთობმოპოვებას დღეში 2 მილიონი ბარელით ამცირებს, რაც გლობალური მოთხოვნის, დაახლოებით, 2%-ია.

bpn

თეგები:
პუტინი

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...

მსგავსი სიახლეები

up