„პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი“ - ოლაფ შოლცი

„პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი“ - ოლაფ შოლცი

access_time2023-02-24 16:30:12

„პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ თავის იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს, მით უფრო დიდია ომის დასრულების შანსი“ -  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მისი თქმით მსოფლიო აღარ არის ისეთი, როგორიც 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო.


„გასულ წელს თუკი გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა. მან ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. უკრაინა და ევროკავშირი ერთიანია როგორც არასდროს. ომის შედეგად უკრაინასა და გერმანიაშიც შექმნილი ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე შევძელით საკმაოდ წარმატებულად. რამდენიმე თვეში ჩვენ რუსეთის ენერგიისგან დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენ გვაქვს საკმარისი გაზი და ნავთობი, ეკონომიკა არ განიცდის ღრმა რეცესია და ჩვენ მივიღეთ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.




უკრაინისთვის გაღებულმა დახმარებამ შეადგინა 14 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით. მე მესმის, თუკი ეს ვინმეს ადარდებს, თუკი ზოგიერთი ჩვენი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი იმ პრინციპის დაცვა, რომლითაც ჩვენ თავიდანვე ვხელმძღვანელობდით. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციითა და ჰარმონიით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს ომი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში.



გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება მომავალში. ომს არ ახანგრძლივებს ჩვენი იარაღის მიწოდება, სიმართლე სრულიად საწინააღმდეგოა. რუსეთის პრეზიდენტი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის მალე დასრულების შანსი. ეს პუტინის ხელშია, მას შეუძლია ამ ომის დასრულება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up