რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკას „განსაკუთრებული ვალდებულებისთვის“ ამზადებს, კერძოდ, ე.წ. „სპეციალური ოპერაციების“ მხარდასაჭერად, როგორც კრემლი უკრაინის ომს უწოდებს. აღნიშნული დასკვნა ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა გააკეთეს.
ექსპერტების აზრით, კრემლი, რომელიც სავარაუდოდ ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, თავისი არმიის ფინანსური მხარდაჭერისთვის შესაბამის პირობებს ქმნის.
კერძოდ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის შეტანილი აქვს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს „სპეციალური ზომების შემოღებას ეკონომიკურ სფეროში“, რომელიც ავალდებულებს რუსულ საწარმოებს (განურჩევლად მათი საკუთრების ფორმა) რუსეთის ე.წ. „სპეციალური და ანტიტერორისტული ოპერაციების“ მხარდაჭერას.
ISW-ში ამბობენ, რომ თუ ბიზნესი უარს იტყვის მთავრობის ბრძანებების მიღებაზე „სპეციალური სამხედრო ოპერაციებისთვის“, მაშინ კრემლს უფლება ეძლევა შეცვალოს მუშაკთა კონტრაქტები და სამუშაო პირობები, როგორიცაა მუშების იძულება მუშაობა ღამით ან სახალხო დღესასწაულებზე.