რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მთავრობას დაავალა, შეისწავლოს რუსეთის მეტალურგიის დარგის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების სამართლებრივი მხარე. 1–ელ ივნისამდე მთავრობამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მოქმედების განახლებული სტრატეგიაც უნდა შეიმუშაოს. პუტინის აზრით, დასავლეთის სანქციები ამ ორგანიზაციების ნორმებთან წინააღმდეგობაშია. ამის შესახებ kommersant.ru წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
პუტინის თქმით, რუსული მეტალურგიის წინააღმდეგ სანქციები წამიერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
მან ამ შეზღუდვებს „ევრობიუროკრატების პოლიტიკური თამაში“ უწოდა.
„ადრეც ვამბობდი: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ჩვენი პარტნიორების საქციელი პრინციპულად შეიცვლება და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და თავადვე განვავითაროთ მეტალურგია როგორც კორპორაციულ, ისე სახელმწიფო დონეზე“, – განაცხადა პუტინმა.
ევროკავშირმა რუსეთის მეტალურგიას სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც პუტინის ბრძანებით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.