კრემლში რუსული აქტივებიდან უცხოური ბიზნესის გასვლის დროებითი შეზღუდვის შესახებ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების პროექტი მოამზადეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ამით ფედერაციის მთავრობას რუსული ბიზნესიდან დასავლეთის კომპანიების გადინების შეჩერება სურს, რასაც მიშუსტინი არ მალავს. მისი თქმით, ბაზრიდან გასვლა ადვილია, თუმცა, მაღალი კონკურენციის გამო, მასში დაბრუნება ადვილი არ იქნება.
როგორც ცნობილია, BP-მ და Equinore-მა რუსული კომპანიების კაპიტალიდან გასვლისა და ერთობლივ საწარმოში წილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გერმანული კომპანია Daimler რუსული „კამაზიდან“ გადის. ასევე, „გაზპრომის“ ყველა ერთობლივი საწარმოდან გასვლაზე გადაწყვეტილება ინგლისურ-ჰოლანდიურმა ნავთობგიგანტმა, Shell-მაც მიიღო.
bpn.ge