6-7 იანვარს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელთა ნაწილი შობას აღნიშნავს, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ საინფორმაციო ოპერაციას უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის შელახვაა.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს საშობაო პაუზა ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს.
ანალიტიკოსების განცხადებით, პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების რელიგიურ ნიადაგზე აგება დამატებით აძლიერებს კიდევ ერთ რუსულ საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც პუტინის ქრისტიანული სარწმუნოების „ნამდვილ მფარველად“ წარმოჩენას ისახავს მიზნად.