რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პირველ პირს სი ძინპინს შორის ვიდეო მოლაპარაკება გაიმართა.
მოლაპარაკების მსვლელობისას კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის იმედი აქვს.
„რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის მთელს კომპლექსში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და საკვანძო რეგიონებში სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველყოფას“,- განაცხადა პუტინმა.
ამასთან, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის.
თავის მხრივ ჩინეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის „მსოფლიოში შექმნილი რთული და არაერთგვაროვანი ვითარების“ პირობებში.
„ჩვენ მზად ვართ ვიყოთ გლობალური პარტნიორები ჩვენი ქვეყნების ხალხის საკეთილდღეოდ და მსოფლიო სტაბილურობისთვის“,- განაცხადა სი ძინპინმა.
პუტინმა ჩინელი კოლეგა გაზაფხულზე მოსკოვში ვიზიტით მიიწვია, „რათა რუსეთ-ჩინეთის მტკიცე კავშირის დემონსტრირება მოხდეს“.