პუტინის ახალი კანონი - რუსი გადამზიდავები ლარსზე დროის წინასწარი დაჯავშნის გარეშე საქართველოში ვეღარ შემოვლენ

პუტინის ახალი კანონი - რუსი გადამზიდავები ლარსზე დროის წინასწარი დაჯავშნის გარეშე საქართველოში ვეღარ შემოვლენ

access_time2023-02-19 20:01:01


პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები ლარსზე დროისა და თარიღის წინასწარი დაჯავშნის გარეშე ვეღარ გადმოვლენ. თუმცა კანონი ამ ეტაპზე რუსეთის საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის წინასწარ დაჯავშნას მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლებს ავალდებულებს. დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.



კანონი ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა. თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ახლავე, ანუ 2023 წლის 1-ლი მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო და 2024 წლის 1-ელ მარტამდე ყოფილიყო ძალაში.



აღსანიშნავია, რომ „რუსეთის ფედერაციაში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში არ იყო მითითებული, ტრანსპორტის რომელ სახეობას შეეხებოდა კანონი. ამას Telegram-არხებზე პანიკა მოჰყვა. რუსი მომხმარებლები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ახალი კანონი რეალურად რუსეთში მოახლოებულ მობილიზაციის მორიგ ტალღას უკავშირდებოდა.





თუმცა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მესამე მოსმენით მიღებული და პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტი მოიცავს ცალკეულ მუხლს, რომელიც საზღვარზე დროის დაჯავშნას მხოლოდ კომერციული სატვირთო მანქანებისთვის არეგულირებს.

ახალი სისტემა ფედერაციის მთელ საზღვარზე არ იმოქმედებს და იმ მონაკვეთებზე იმუშავებს, სადაც რიგის პრობლემებია. კანონში მოცემულია სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩამონათვალი, რომლებზეც საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებმა რიგის ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ. კერძოდ, პრობლემურ სასაზღვრო პუნქტებს შორის არის ჩინეთთან არსებული ზაბაიკალის საზღვარი, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთი და აზერბაიჯანთან არსებული იარაგ-კაზმალიარის საზღვარი.



ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტაციის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაში რიგის ადგილის დაჯავშნა უფასოა. თარიღისა და დროის დაჯავშნაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი საჭირო დოკუმენტაციას არ წარადგენს. კანონის თანახმად, დაჯავშნილი დროის მოლოდინისთვის შეიქმნება პარკირების ზონები სანაგვე ურნებითა და ტუალეტებით, ასევე, მაღაზიებით, კაფეებითა და რეკრეაციული ზონებით.



სახელმწიფო დუმის ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ევგენი მოსკვიჩოვი აცხადებს, რომ ახალი კანონი სასაზღვრო პუნქტებზე მრავალკილომეტრიან რიგებს მოხსნის.



 bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up