რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კულტურის სამინისტროს დაავალა, რომ კინოთეატრებში აჩვენონ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ და „ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებასთან ბრძოლის“ თემებზე შექმნილი ფილმები.
კრემლის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც პუტინმა მთავრობას მისცა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე სამხედროების დედებთან 2022 წლის 25 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.
პუტინმა კულტურის სამინისტროს დაავალა „პატრიოტული დოკუმენტური კინოს ფესტივალის" ორგანიზებაც, ხოლო თავდაცვის სამინისტროს - რუსი დოკუმენტალისტების ხელშეწყობა, რათა მათ გადაიღონ ფილმები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ იმ მონაწილეებზე, რომლებმაც „გმირობა გამოიჩინეს“.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge